მმართველ გუნდში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ე.წ. გერმანულ მოდელზე მიზანშეწონილად მიაჩნია, კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიიღეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ოპოზიციის პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი განხილვისთვის მზადაა.
„გერმანული მოდელი, რაზეც ჩვენ ვნახეთ უტიფარი რეაქცია ხელისუფლების, რომ განხილვაც კი არ შეგვიძლია იმდენად არაკოსტიტუციურიაო, განხილვა და გაგზავნაც კი სირცხვილია ვენეციის კომისიაშიო, მივიღეთ ამ ხელისუფლების პირობებში არსებული იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ეს პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
თუ მეტ–ნაკლებად აშკარაა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ისინი დასკვნას დებენ, რომ არის პრობლემა და არ შეიძლება ამის განხილვა. თუ პატარა ეჭვიც აქვთ ხოლმე, მკაფიოდ და პირდაპირ წერენ ხოლმე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამ პროექტზე არაფერი მსგავსი არ დაწერეს. წერია, რომ მზადაა განხილვისთვის“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სპეკულაციური იქნება, თუ ვინმე გაბედავს ისეთი საოცრების თქმას, რომ პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა რაღაც დასკვნა მოამზადა, რომელიც კონსტიტუციურობას ეხება ან არ ეხება.
„საუბარია მხოლოდ ფორმალურ დასაშვებობაზე, რაც ხდება ნებისმიერი კანონპროექტის შემთხვევაში, განიხილავს ფორმალურ ტექსტს და მსვლელობას აძლევს კანონპროექტის განხილვას, ბიუროს სხდომაზე შემოაქვს. იმის „გაყიდვა“, რომ კონსტიტუციურობასთან და მის შესაბამისობასთან დაკავშირებით თითქოს გააკეთა რაღაც დასკვნა, სპეკულაციურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გიგა ბოკერიას ინფორმაციას არ ადასტურებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, იურიდიულ დეპარტამენტს არ აქვს იმის უფლება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს. ოხანაშვილის განმარტებით, იურიდიულ დეპარტამენტს ტექნიკური ფუნქცია აკისრია და კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს ვერ გადაწყვეტს.
„ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ასე რომ, წინასწარ ასე ომახიანად ნუ იქნებიან, ნუ განაცხადებენ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. ეს არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ პროცედურა დაიწყოს. ასევე იყო, როდესაც კოლეგებმა, პარლამენტის უფრაქციო წევრებმა დაარეგისტრირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი, რომელიც ასევე არაკონსტიტუციური იყო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავწერეთ სამართლებრივი დასკვნა, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„შენების“ მოძრაობის ლიდერი განმარტავს, რომ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი არ არის საკონსტიტუციო სასამართლო და ის არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს პრობლემა, რომლის გამოც ბიუროს ურჩევდნენ, რომ არ განეხილათ. უსუფაშვილის განმარტებით, კანონპროექტი ერთი კვირის წინ შევიდა პარლამენტში და დღეს გადაეცა ბიუროს შემდგომი პროცედურებისთვის.
„საპარლამენტო პრაქტიკით, კანონპროექტს წინდაწინ იხილავს იურიდიული დეპარტამენტი, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტი და თუ მათ აქვთ რამე იმ ტიპის გადაულახავი პრობლემების განცდა, ამას ბიუროს მოახსენებენ, რომ არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად იმიტომ, რომ ის რაღაცას ეწინააღმდეგება. ამჯერად დასკვნა არის დადებითი, რომ შეიძლება მისი განხილვა.
ეს პროექტი მთლიანად არის შესული, რომელსაც გერმანულ პრინციპზე დაფუძნებული ქართული მოდელი ჰქვია. ამ მოდელში არის გერმანულად განაწილების ინიციატივა პროპორციული თვალსაზრისით და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები 73 მაჟორიტართან დაკავშირებით.
არ არის საუბარი არანაირ ახალ წინადადებაზე, არამედ არის საუბარი ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში ორ ნაწილზე. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების თაობაზე ყველაფერი ამ დოკუმენტში წერია. უმრავლესობამ ეს ყველაფერი იცის და სჭირდება დრო, რომ ამ კომპონენტზე თავისი პოზიცია ჩამოაყალიბონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის განმარტებით, ფაქტია, რომ ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტის იურიდიული კომიტეტის მიერ დარეგისტრირება მათი მნიშვნელოვანი წარმატებაა. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა და მოუწოდებს, საზოგადოება ისევ არ მოატყუოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აცხადებს, რომ ხელისუფლება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს.
„ჩვენს პრინციპულ, შეუპოვარ და რაც მთავარია, სიმართლისთვის ბრძოლას აქვს პირველი მნიშვნელოვანი შედეგები – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო უკან დახევა, ეს იყო გუშინდელი მოლაპარაკების მოკლე რეზიუმეც, დღეს პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონი და მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ კანონპროექტის განხილვას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ამ ბრძოლაში.
მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნდობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში არის ნულოვანი, ნულზე უფრო ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირად ვერ მოვეშვებით და პირიქით, გაცილებით უფრო ფართო ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ – ეს არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი, ეს არის პიკეტირებები პარლამენტის, ეს არის რეგიონებში გაშლა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია როცა დაპირისპირებული მხარეები აღწევენ კონსენსუსს. მისი თქმით, ამ დაპირისპირებისას მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლელი პარტნიორების ჩარევა, მედიაცია, რაც მოხდა.
„ზუსტად მათ შემოგვთავაზეს ისეთი იდეა, რომელიც ხელისუფლებისთვის არის თავსებადი კონსტიტუციასთან. ჩვენ ხომ გვაქვს ორი შეუვალი პოზიცია, ერთი ამბობს, რომ ე.წ. მოდიფიცირებული გერმანული მოდელი არის თავსებადი კონსტიტუციასთან, მეორე ამბობს, რომ არ არის. პარალელურ რეჟიმში ვხედავთ, რომ ვენეციის კომისიასა და „ოდირში“ გაგზავნეს შეკითხვები, თავსებადია, თუ არა.
ახლა ეს მოლაპარაკება რომ შედგა და ხელისუფლება დათანხმდა, განიხილოს ეს პრინციპი, მართლაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მრავალმანდატიანი, მაჟორიტარული ოლქები გულისხმობს საარჩევნო ოლქების გამსხვილებას, როგორც გავიგეთ, 10 საარჩევნო ოლქი იქნება მრავალი მანდატით. მთავარია, რაზე შეჯერდებიან. თუ იდეა, პრინციპი ორივესთვის მისაღებია, ახლა როგორც გავიგეთ, „ქართულმა ოცნებამ“ ითხოვა 2 კვირა.
გადაამუშავებენ გუნდში. შეიძლება საკუთარი არგუმენტებიც შესთავაზონ, მაგრამ ის, რომ ჭერქვეშ, მაგიდასთან წყდება პროცესები, კარგია. ცუდია, ის, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე ჩვენ კიდევ გვიწევს, დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიატორი იყოს უცხოელი პარტნიორი“, – აცხადებს გია აბაშიძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის. მისი განმარტებით, იმ მოდელის თანახმად, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, კონსტიტუცია ძალაშია და მაჟორიტარების ინტერესები დაცულია.
„ოპოზიციის შეთავაზებული მოდელით, მაჟორიტარების ინტერესებიც არის დაცული, იმიტომ რომ, პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭებათ მაჟორიტარებს და ისინი გადიან ყველა შემთხვევაში და პროპორციულით ხდება, ფაქტობრივად, პარლამენტის შევსება მაჟორიტარული მოცემულობიდან გამომდინარე.
ასე რომ, კონსტიტუცია ძალაშია, მაჟორიტარების ინტერესები დაცულია. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ეს პროცესი შეაჩეროს არის ხელისუფლების შიში ძალაუფლების დაკარგვის იმიტომ, რომ თავისი კონკურენტულობით ეს მოდელი საკმაოდ ახლოს არის პროპორციულთან“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მთელ ოცნებას ჯამში ერთად აღებულებს იმდენი ტვინი არა აქვს, კაცმა თითი რომ ამოაწოს...
ამ ნაცების წინაშე ეს შტერები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, თანაც ერთი მეორეზე უარესს
ამათზე მსჯელობაც კი ნერვებს მიშლის
იციან ეს ნაცები რაც არიან(მტერზე მტერი) იციან ეს დედამიქინძული ე.წ. ,,დემოკრატიული დასავლეთი,, ვისი მეგობრებიც არიან და ამ მართლა საქართველოს მტრებს, ეს დებილები კიდევ სალაპარაკოს როგორ აძლევენ??
ბიძო მაგარია, ბიძო მაგარია .....რაშია მაგარი? ფულის კეთება პოლიტიკას არ ნიშნავს.....დამნაშავე რომ უნდა დასჯილიყო მაგას დიდი ცოდნა უნდოდაააა?? რა ,,მაგარი,, პოლიტიკოსიცააა მაგას იმაშიც ემჩნევა გვერდში სოროსელები რომ დაიყენა------ აკი მაგათაც უმუხლთეს.... ჩუგოშვილი ბიძოს უკვე
იქით შეუტრიალდა და შეტევაზეც გადადის ...(ბიძოზე ალალია)
დღე არ გავა კიდევ რომ ამ ე.წ. ,, დემოკრატიულმა დასავლთმა,, ჩვენი მთავრობის არადემოკრატიულობაზე აღშფოთება აღშფოთებაზე არ გამოხატოს --მაგათი ეს საქციელი ხომ კიდევ მთლად მაგიჟებს.....მოდი და მაგ ბრმა ყრუ მუნჯებს იმ 9 წელს ნუ შეახსენებ და ნუ მოუკითხავ კეთილებს....
და ესენი იმათ სალაპარაკოს როგორ აძლევენ, როგორ??
ან კიდევ ამათ იმ ჩათლახებთან დამლაპარაკებელი ხალხი, ვერ გავიგე, არაა ყააავთ?? თუ ესენი საერთოდ საღ აზრზე არიან, ნაცების ტყუილი ამათ სიმართლეს როგორ უნდა სჯობნიდეს???(არადა სჯობნის) მოკლედ ბუებად ნაცები ამათ მაგრად ადგებათ, თორემ ამათი დუხიც არ უნდა იყოს მთავრობაში.....
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო......
როგორ მაშ ჭკვიანინ ხალხი დაილია საქართველოშიიი?? რატო ახლოს არ იკარებენ
აგე კახიშვილი გამოაგდეს იქიდან და ის ერთად ერთი დალაგებული სიტემაც ისევ აურიეს
არა რაა........ ძალად აკეთებენ ამ ყველაფერს, ძალად.....ქვეყანა ყველას ფეხებზე ჰკიდია.......
17 დეკემბერი, 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ შედეგებს აღწევს „ქართული ოცნების“ მთავრობა, სტრატეგიული პარტნიორი მით მეტს ითხოვს მათგან. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მათი ყველა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სამუშაო რეჟიმში განიხილება
ახალს არ ვიტყვი, ესენი აქ ადრეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გულს მაინც მოვიფხან...
თქვენ რამდენი კარგიც გინდა გააკეთოთ ამერიკელებს მაინც არ მოეწონებით!!!!!!!!!!!!!!!
იმიტომ რომ თქვენც ნაცებივით უნდა აწამოთ და ხოცოთ ხალხი-----..ზოგი ზღვაში უნდა ჩაახჩოთ,ზოგი ქუჩაში უნდა ხოცოთ, უფრო ბევრი ციხეებში, ზოგიც კიდე უნდა შემოგეუპატიუროთ .....თან ხალხს უკანასკნელი სარჩო--საბადებელიც უნდა წაართვათ, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეთ ...... .აი მხოლოდ მერე მოეწონებით იმ ჩათლახ ამერიკელებს
გუანტანამო მაგათი მოგონილი და მაგათი წესია-------მაგათ მოსაწონად მიშა რომ იქცეოდა და იმიტომაც ,,ჩუხჩუხებდა,, მაშინ საქართველოში დემოკრატია.....არადა იმ წლებში სინამდვილეში აქ რა დემოკრატიაც ჩუხჩუხებდა, ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ
მაგათი მსოფლიო ბატონობისთვის, მსოფლიოს ნებისმერ ადგილზე, ნებისმიერი ერი ბრბოდ უნდა იქცეს, უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად, ყველა უნდა არქიფო სეთურის ხალხს დაემსგავსოს, რომ მათი გულაობისთვის ოდნავი წინააღმდეგობის გამწევი და ხელის შემშლელი, ოდნავ საღად მოაზროვნე ხალხიც კი არსად არ დარჩეს........ მთელი მსოფლიოს (ან მისი დიდი ნაწილის) ადვილად სამართავად, ანუ მის ერთმმართველობის ქვეშ მოსაქცევად, ნებისმიერი ერი (ერები) უნდა ერთ მთლიან, ერთგვაროვან უფერო მასად იქცეს. იქ ავი კარგის მცნება საერთოდ უნდა გაქრეს. მორალზე და ზნეობაზე კიდე ხომ ზედმეტია ფიქრიც კი...მხოლოდ გადარჩენაზე უნდა იფიქროს ადამიანმა
სწორედ იმიტომ მოგონეს ეს ე.წ. გლობალიზაცია(ანუ ვისი ვისსაშია). სწორედ ამ ვითომდა დემოტრაკიის დაცვის საბაბით არის სინამდვილეში ყველგან რომ თავიაანთ საქმეს აწვებიან--აკეთებენ. ამისთვის მაგათ ათასი ინსტრუმენტი და საშუალება ააქვთ, პლიუს ოხრად ფულებიც........მაგათ საქმეს როცა როგორ სჭირდება ისე იქცევიან....ხან ადამიანის უფლებების დაცვას იგონებენ, ხან განათლების რეფორმებს, ხან პროგრესისთვის ხელის შეწყობას და ხან კიდევ ათას სხვა სიაფანდობებს..................უბრალოდ ეგენი მხოლოდ თავიაანთ საქმეს აკეთებენ...
ჩვენს შემთხვევაში---- ჩვენ უნდა ვიყოთ რუსის ტრაკში გამოუღებელი ეკალი , თანაც რაც შეიძლება აქტიური........... ..მორჩა და გათავდა...სხვა ხეირი მაგათ ჩვენგან არაფერი აქვთ. ჩვენი დანიშნულება მაგათთვის მხოლოდ ესაა
სწორედ იმიტომაც მოსწონდათ მაგათ მიშა---ის ერთდროულად მაგათ ორ საქმეს აკეთებდა--- რუსსაც აგინებდა და ჩვენც აქტიურად გვარეფორმირებდა--ასე ვთქვათ ჭკვაზე (აზრზე) ,,მოვყავდით,,
აი სწორად ეგაა ჩვენთან მაგათი ნებისმიერი ქმედების არსი. ხოოდა ვინც მაგათ თავიაანთი მიზნების განხორციელებაში გამოადგებათ, ისინი არიან მაგათვის მისაღებებიც და დემოკრატიის მამამთავრებიც..... გინდ ბოკერია იყოს და გინდ კიდე ნაზიბროლა თერჯოლიდან... ოღონდ მაგათ თავიაანთი საქმე გააკეთონ და სუ კიტრზე ჰკიდიათ აქური დემოკრატიაც და ადამიანის უფლებებიც...
თორემ გუშინ რომ დემოკრატიის ჩუხჩუხი იყო(ხალხის ხოცვა) და დღეს აღარ არის, ეს დღეს თურმე დემოკრატიის დარღვევაა და პირიქით.....
გუშინ რომ ხალხს ხოცავდნენ და ის ხალხი დღეს პარლამენტს შტურმით იღებენ, ეს ადამიანების უფლებების დაცვა ყოფილა, ხოლო თუ დღეს ხელისუფლება თუნდაც ბოდიშის ფონზე, მიტინგს ნეჟნად დაშლის, ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ყოფილა......
აფსუსსს მიშა და ...............მისეული . მიტინგების დაშლა--დემოკრატის ვარსკვლავი გაიბრწყინებდა ..
.ჯერ მარტო იმ მიტინგებზე ხალხის მისვლა რა გმირობა იყო და ახლა იმ მიტინგების მიშასეული დაშლის დროს გადარჩენა (საკუთარ ბეჭებზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი მიშას დემოკრატია)
აუუუუ........................... რომ მახსენდება რაღაც რაღაცეები ...ესენი ხომ ერთი დღე არ არიან გასაჩერებლები, მაგრამ მიშას დემოკრატია რომ მახსენდებაააააა...................... დღევანდელ დღეს დემოკრატია მართლა სუ ნაპორით ჩუხჩუხებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!...
ჩუხჩუხია აბა რააარი?/ პარლამენტში ტერორისტები დივერსიებს აწყობენ და...... იქაც ბანტიო .....დემოკრატიააა აბა რა არი?? (უფრო სწორად დემოკრატიული ბარდაგი)
კი მაგრამ მე რომ ნაცების ოფისთან რომ ჩემი დემოკრატიული უფლ;ებები გამოვხატო და ერთი კაი ზრივჩატკა შევაგდო არ შეიძლებააა??
...მოკლედ გახარიას ვეტყოდი.......რა ატამი, რის ატამი...... აი თუ იმათ მოსაწონად მოიქცევით, მხოლოდ მერე მოეწონებით ამერეიკელებს. მანამდე ბოდიში და----- არ მოსწონხართ...
ქუნემ კოლუმბი...... ქუნემ