გლდანის ციხეში გამომწყვდეული ბაჩო ახალაია "ადინოჩკაში" ზის!.. ბაჩო გარეთ ვერ გამოდის და პატიმრებთან ვერ კონტაქტობს, რადგან დიდია შიში და ავი მოლოდინი იმისა, რომ მიხელ სააკაშვილის კვაზიფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა "სიმბოლომ" და ქვეყნის ინკვიზიტორმა პატიმრებთან უშუალოდ შეხებისა და დაკონტაქტების შემთხვევაში ან თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე, ან მისი და მისი ხელქვეითების მიერ ნაწამები ტუსაღები ბაჩანას ფიზიკურად გაუსწორდნენ და გივია თარგამაძისა არ იყოს, ცემით "სული ამოხადონ"!..
ლადო ბედუკაძე, რომელიც ციხის სკანდალის ბურუსითმოცულ გმირად იქცა და რომლის კადრებმაც დიდწილად განაპირობა სააკაშვილის რეჟიმის აძაღლება, ჩვენს საერთო ნაცნობ-მეგობრებს უცხოეთიდან მიაწოდა იმ განრიგის, წესდებისა თუ ე.წ. ტიპიკონის შინაარსი, რომელიც გლდანის საპყრობილის პატიმრებსა და ადმინისტრაციას თურმე პირადად ბაჩო ახალაიამ შეუდგინა (!!!)!..
მაშ ასე, გლდანის მე-8 საპყრობილეში ბაჩო ახალაიას იმ "ტიპიკონის" მიხედვით მოუწევს ცხოვრება, რომელიც თვითონ შეადგინა და აქედან გამომდინარე, ალბათ, მას ხმა არ ექნება ამოსაღები, აქაოდა, მტანჯავენ, მაწამებენ და უპატივცემულოდ მეპყრობიანო!..
რაც შეეხება გლდანის მე-8 საპყრობილის ტიპიკონს, რომელიც დიდმა "საზოგადო მოღვაწემ" - ბაჩანა ახალაიამ შეთხზა, იგი ასე გამოიყურება:
"მე-8 დაწესებულებაში მოქმედებს წესები, რომელსაც პატიმრები ხმის ამოუღებლად უნდა დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან:
1) დღის ნებისმიერ დროს, როდესაც დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრებმა უნდა შეწყვიტონ ყოველგვარი საქმიანობა, ადგნენ ფეხზე სახით კარისკენ!..
2) თუ საკნის კარი გაიღო, პატიმრები უნდა ადგნენ ფეხზე, დადგნენ მწკრივში სახით კედლისკენ!..
3) შემოწმების წინ პატიმრებმა ზედმიწევნით უნდა დაალაგონ საკანი ისე, რომ არანაირი ნივთი, ან ტანსაცმელი არ იდოს არც ტუმბოზე, არც საწოლზე!.. შემოწმებისას კარის გაღებისთანავე პატიმრები უნდა დადგნენ მწკრივში, ამჯერად სახით კარისკენ და პირველმა პატიმარმა ხელში უნდა დაიჭიროს ნაგვის პარკი!..
4) პატიმრებმა რადიოს უნდა მოუსმინონ მაქსიმალურად დაბალ ხმაზე, ერიდონ მაღალ ხმაზე ლაპარაკს, ან სიცილს, ვინაიდან ნებისმიერი ხმა, რომელიც კი საკნიდან გავა, აღიქმება ხმაურად და გამოიწვევს დასჯას!.. ლადო ბედუკაძის განმარტებით, ე.წ. კარცერის ჟურნალში 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც მითითებულია, რომ პატიმრის დასჯა განაპირობა ხმაურმა საკანში...
5) პატიმრებს ნებადართული აქვთ ტანსაცმლის გარეცხვა საკანში, თუმცა არა - გაშრობა. ბედუკაძის განმარტებით, ამის გამო გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრები ტანსაცმელს ღამით აშრობენ, ხოლო დღის განმავლობაში ნახევრად სველ ტანსაცმელს მალავენ ტუმბოებში...
6) პატიმარს ეკრძალება კარზე დაკაკუნება!.. ლადო ბედუკაძის თქმით, მორიგის გამოსაძახებელი ზარი საკნებში, როგორც წესი, არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია. ამის გამო უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში, ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრები იძულებულნი არიან კართან ჩაუსაფრდნენ კონტროლიორებს და ჩავლისას ხმადაბლა უხმონ, - "ბატონო კონტროლიორო!"
7) თუ კონტროლიორმა გააღო საკნის კარი და უხმო რომელიმე პატიმარს, ის ასახელებს გვარს, ხოლო კართან მისული პატიმარი პასუხობს თავისი სახელისა და მამის სახელის დასახელებით!.. იმავე ბედუკაძის განმარტებით, როგორც ქუთაისის, ისე გლდანის დაწესებულებაში მოქმედებს მორიგეობის სისტემა, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება ერთი პატიმრის პასუხისმგებლობას სხვის მიერ ჩადენილ ნებისმიერ გადაცდომაზე!..
8) 22 საათზე სინათლის ჩაქრობის შემდეგ აკრძალულია ფეხზე დარჩენა და პატიმრებთან გადალაპარაკება!.. აკრძალულია წიგნის კითხვა ან რაიმე სხვა მოქმედება...
9) მე-8 დაწესებულების პატიმრებს დღის განმავლობაში ეკრძალებათ საწოლის პირველ სართულზე წამოწოლა და უფლება არ აქვთ, საკანში სიგარეტი მოწიონ!.. ლადო ბედუკაძის მინიშნებით ამის გამო პატიმრები სიგარეტს რიგრიგობით ეწევიან საპირფარეშოში. როგორ ცუდადაც გინდა იყოს პატიმარი, აუცილებელია, რომ ექიმთან წასვლის შემთხვევაში მან ხელები ზურგზე შემოიდოს და სირბილით გადაადგილდეს!.. დაწესებულებაში მათ აიძულებენ, ძალიან მოკლეზე შეიჭრან თმა, ან სამართებლით გადაიპარსონ თავი, რადგან საპყრობილეში არ არის საპარიკმახერო...
10) დღის განმავლობაში პატიმრებს ეკრძალებათ ძილი და ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე წამოწოლაც კი!..
11) მიუხედავად სიცხისა, პატიმრებს უფლება არ აქვთ საკანში ყოფნისას გაიხადონ მაისური!..
12) პატიმრებს ეკრძალებათ ნარდის, ან კამათლის თამაში, რადგან, ადმინისტრაციის აზრით, ეს იწვევს ზედმეტ ხმაურს, რაც დასჯის მიზეზი გახდება!.. ლადო ბედუკაძის განმარტებით, შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ გლდანის მე-8 საპყრობილე, რომელიც 3654 კაცს იტევს, საოცარი სიჩუმით გამოირჩევა!.. ამ სიჩუმემ წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ყურადღებაც კი მიიპყრო. 2010 წელს განხორციელებული ვიზიტის დროს როგორც ქუთაისის, ისე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გამოიყენებოდა დასჯის კოლექტიური მეთოდები, - ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯებოდა მთელი საკანი!.. პატიმარი თავისი ქმედებით პასუხისმგებელი ხდება თანასაკნელების მიმართ!.. პატიმრების დიდი ნაწილი თავისი სურვილით აცხადებს უარს სეირნობაზე და რჩება საკანში, რადგან პატიმრებს აიძულებენ, სირბილით გადაადგილდნენ სასეირნო ეზომდე და ამ სირბილის დროს ნებისმიერი შეფერხება შეიძლება გახდეს ციხის თანამშრომლების მხრიდან უხეშობის, ფიზიკური ხელყოფის ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგი... იმის გამო, რომ ნევროლოგიური პრობლემების ავადმყოფს სირბილი უჭირს და ცემას ურჩევნია, საკანში დარჩეს, ისჯება მთელი საკანი და რადგან ერთი კაცის დატოვება საკანში არ შეიძლება, მთელი საკანი მოკლებულია გასეირნების შესაძლებლობას!..
პატივცემულო მკითხველო, აი, ეს გახლავთ დიდი ქართველი "საზოგადო მოღვაწის" - ბაჩო ახალაიას მიერ შედგენილი სპეცგანრიგი გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმართათვის და მე ახლა ვეკითხები ტვინშერყეულ ნუგზარ წიკლაურს, თავისი სიდედრის ხალათში გამოხვეულ აკაკი მინაშვილსა და ეკა ხერხეულიძეს, რომელსაც პოეტმა რეზო ამაშუკელმა "გაჭყლეტილი ბაყაყი" უწოდა, - როგორ ფიქრობთ, სექტანტებო, ოსვენციმის, დაჰაუსა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში უფრო მაგარი წესრიგი ჰქონდათ დამყარებული ადოლფ ჰიტლერსა და იოსებ მენგელს თუ ადოლფ სააკოვმა და ბაჩანა მენგელემ თუ ეიხმანმა უფრო მტკიცე წესრიგი დაამყარეს გლდანში? მე თუ მკითხავთ, ბაჩო ახალაიამ მე-13 და სატანური პუნქტი დააკლო წინამდებარე ე.წ. ტიპიკონს და ამით ყველაფერს თავისი სახელის დაერქმეოდა საბოლოოდ. დიახ, მე-13 თავში უნდა ჩამოეყალიბებინა, - გლდანის მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე მოეწყოს კრემატორიუმი და კრემატორიუმის დირექტორად შეთავსებით დაინიშნოს აწ უკვე თერჯოლის მაჟორიტარი - კახა ბუცხრიკიძე, ხოლო მოადგილედ მიხელ სააკაშვილის მეუღლე სანდრა (ელისაბედ) რულოვსი!.. მე თუ მკითხავთ, კრემატორიუმის დირექტორის თანამდებობაზე ასევე მშვენიერი და ზედგამოჭრილი იქნებოდა ცნობილი ლოთისა და "მორგის" ყოფილი სანიტრის - გივია თარგამაძის კანდიდატურაც, რომელიც, როგორც ავადსახსენებელი ზაქარია შაშურკინი, ხალხს რომ ხვრეტდა ოცდაჩვიდმეტში, მთვრალი და გონებადაკარგული, არყის ბოთლით ხელში, ალბათ, ასე დაიწყებდა ღრიალს: "სისხლი, ყველგან სისხლი!.."
მასალის საგაზეთო ფორმატი არაფრით მიტოვებს იმის საშუალებას, რომ აზრის ექსპრესიას ბოლომდე მივცე მხატვრული გასაქანი, თუმცა მაინც გავბედავ და პატივცემულო მკითხველო, გაგახსენებთ "გვადი ბიგვას" დასასრულს, სადაც გვადი ეუბნება მარიამს: "მარიამ, წადი, ბავშვებმა სისხლი არ დაინახონ!"
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვებმა სააკაშვილისა და მისი ვართაპეტების მიერ დაღვრილი სისხლი არ დაინახონ!..