ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვხრაკოთ, ჩავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მოვშუშოთ ცოტა ხანი. შემდეგ კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი და ვხრაკოთ კიდევ 20 წუთი. შემდეგ, შევკაზმოთ ცოტა ხმელი ქინძით, წიწაკით, მარილით, 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორითა და 2 კონა დაკეპილი ოხრახუში. როდესაც მოიშუშება, გადმოვდგათ გასაცივებლად.
ამასობაში ფოთლებად ვშლით მოთუთქულ კომბოსტოს. გავახვიოთ ფარში ჩვეულებრივ, როგორც კლასიკურ ტოლმა. მანამდე კი ქვაბში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი და მოვხრაკოთ დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილ პომიდორთან, ან პომიდვრის წვენთან. მიღებულ სოუსში ჩავალაგოთ შეხვეული ტოლმები და დავფაროთ ადუღებული წყლით, ზუსტად ისევე როგორც ჩვეულებრივი ტოლმის შემთხვევაში. მოხარშვის შემდეგ კი, შევკაზმოთ დანაყილი მწვანე ქინძით, ნოირით და მარილით. ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ოხრახუში და მწვანე წიწაკა.
შეიძლება კომბოსტოს გარდა აგრეთვე გამოვიყენოთ ბულგარული წიწაკა, გამოგულული ბადრიჯანი, ან ყაბაყი. ოღონდ, ფარშის ჩატენვის შემდეგ, ღია მხარე ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილას ფქვილში, ან ჩვეულებრივ პურის ან მჭადის ფქვილში.
ინგრედიენტები:
2 თავი ხახვი წვრილად დაჭრილი,
4-5 ცალი საშუალო ზომის პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,
3-4 ასევე წვრილად დაჭრილი პომიდორი,
ბრინჯი , მსხვილად გატარებული ნიგოზი (ბრინჯის და ნიგოზის რაოდენობა თქვენ თვითონ გემოვნებით აირჩიეთ),
1 თავი საშუალო ზომის ცხელ წყალში მოთუთქული კომბოსტო.