ზაქარეიშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე: „რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს, ამერიკას კი გადაუარა“

ზაქარეიშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე: „რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს, ამერიკას კი გადაუარა“

„ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშილის ინტერვიუ გადიოდა, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხი განიხილებოდა, ძალიან მკაცრი და მძაფრი კრიტიკა იყო, დღეს ამაზე პრაქტიკულად არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ბიძინას გამოსვლამ გადაფარა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკული გამოსვლები,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ბიძინა ივანიშილის ინტერვიუს.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შინაარსი სიტუაციის ადეკვატური არ იყო.

„ძალიან გულასაწყვეტი გამოსვლა იყო, აშკარად იძულებითი და გარდაუვალი იყო იმიტომ, რომ როგორც ჩანს 15 ნოემბერს გამოქვეყნებული მისი წერილის შემდეგ მიხვდნენ, რომ ახლა ცოცხალი ბიძინა უნდა გამოსულიყო და საზოგადოებას უნდა დალაპარაკებოდა.

„ნიშანდობლივია, რომ იმ დროს როდესაც ბიძინა ივანიშილის ინტერვიუ გადიოდა, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხი განიხილებოდა, ძალიან მკაცრი და მძაფრი კრიტიკა იყო, დღეს ამაზე პრაქტიკულად არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ბიძინას გამოსვლამ გადაფარა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკული გამოსვლები, ევროპარლამენტში არცერთი დეპუტატი არ გამოსულა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად შეეფასებინა, ყველამ უარყოფითად შეაფასა, მათ შორის ფედერიკა მოგერინიმაც, რომელიც ევროპარლამენტში ნომერ პირველი წამყვანი ფიგურაა.

„გუშინ ევროპარლამენტს საქართველოს მიმართ უპრეცენდენტოდ მკაცრი გამოსვლა ჰქონდა, ივანიშვილის გამოსვლა კი არავითარი ვალდებულება არ იყო, ხომ შეიძლებოდა ივანიშილის ინტერვიუ დღეს ყოფილიყო, მაგრამ მგონია, რომ ეს სპეციალურად გათვლილი იყო.

„ივანიშილის გამოსვლის შინაარსი აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, შევარდნაძის ეპოქა გამახსენდა, როდესაც შევარდნაძე სულ სხვა საქართველოში ცხოვრობდა, სხვა გარემოცვა ჰყავდა, სხვა რამეს უყვებოდნენ და ქვეყანაში სულ სხვა რამე ხდებოდა, ბიძინა ივანიშვილს რომ ვუსმენდი, განცდა მქონდა, რომ შევარდნაძე ლაპარაკობდა, პრაქტიკულად იმ პერიოდის სრული გამეორება იყო, რაც გულდასაწყვეტია,"-აცხადებს იგი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშილს ერჩივნა, საერთოდ არ გამოსულიყო, რადგან ამ ინტერვიუთი საზოგადოებას ბევრი ძალიან ცუდი მესიჯი გაუგზავნა.

„ძალიან თვალშისაცემი იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუარა, თითქოს ქვეყანაში სხვა არაფერი პრობლემა არაა, ეს ძალიან ცუდი ნიშანია, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებაშ სადაც დემოკრატიული იდეები ღვინდება საფრთხეს ხედავს, რაც პირდაპირი ასოცირებაა რუსეთთან და იმიტომ, რომ რუსეთიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვის

„ძალიან ცუდი ნიშანი იყო ისიც, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს, ამერიკას გადაუარა, დააბრალა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, ის კი არა დაიქადნა კიდეც, რომ ღია წერილით მივმართავო, ძალიან კარგი იქნება თუ მიმართავს, მოვუწოდებ, რომ მიმართოს და ვნახავთ რა რეაქცია ექნება აშშ-ს, ამიტომ მოდით ივანიშვილი გამოვიჭიროთ სიტყვაში და ვუთხრათ, რომ ამერიკას ღია წერილით აუცილებლად მიმართოს.

„ეტყობა, რომ აშკარად ღრმა კრიზისშია შესული და აღარ იცის, როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან, ყველაზე უდრო ნიშანდობლივი და მიუღებელი ის იყო, ლაპარაკი დაიწყო, რომ თურმე ძალიან უნდოდა პროპორციული სისტემა და გამოსავალი ვერ იპოვა, როდესაც უამრავი გამოსავალი იყო, გერმანული მოდელი, რომელიც ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, საერთოდ არ უხსენებია.

„ეკონომიკური გამოსავალი ის არისო, რომ ქართველები საქართველოდან გავასახლოთო, იმის ნაცვლად, რომ საქართველოში ეძებოს გამოსავალი, ხალხს ეუბნება, რომ ყველაფერს გავაკეთებთო, რომ წახვიდეთ და სხვაგან იპოვოთ სამუშაო ადგილებიო. მგონია, რომ ოპოზიციამ ამაზე უნდა ააგოს მთელი თავისი სტრატეგია, როგორ აპირებს „ქართული ოცნება" ეკონომიკური საკითხების მოგვარებას.

„ივანიშვილმა საუბარი სამშობლოთი დაიწყო და დაასრულა იმით, რომ როგორ დატოვოს ქართველმა თავის სამშობლო.

„ასეთ გამოსვლას ერჩივნა, რომ საერთოდ არ გამოსულიყო, მის გამოსვლას გამართლება ექნებოდა იმ შემთხვევაში თუ გაეკეთებინა ის, რაც მან მისი თქმით, სააკაშვილს ურჩია, ანუ ეთქვა, რომ დიდი ბოდიში ძალიან ცუდი რამე გამოგვივიდა, ამიტომ მე მივდივარ, რადგან „ოცნებამ" არ გამიმართლა, ეთქვა, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, რომ ვიზრუნო სამშობლოზე, ოღონდ არაპოლიტიკურად, დაანებოს პოლიტიკას თავი და მას შანსები ექნება, რომ სამშობლოს ემსახუროს.

„ძალიან ცუდი მესიჯი იყო ის, რომ იგი იმპერიული ნარატივით საუბრობს, ამ კაცს დღემდე არ სჯერა, რომ საქართველო შესაძლოა დამოუკიდებელი იყოს და სამშობლოს გარდა სახელმწიფოც კი იყოს, აი ამის არ სჯერა, მას იმპერიული აზროვნება აქვს და იმპერიაში გრძნობს თავის თავს კომფორტულად,

ივანიშვილმა საზოგადოებაში ძალიან ბევრი უარყოფითი მესიჯი შემოაგდო. „ქართულ ოცნებას" ერთადერთი ოცნება დარჩა, რომ საზოგადოება არ მივიდეს და პროტესტს მხარი არ დაუჭიროს, ეს აქალგაზრდები საქართველოს მომავლისთვის იბრძვიან, აქ ხალხი არ ჩანს, რაც ძალიან ცუდია, რომელიც ერთადერთი რესურსი და არგუმენტია „ოცნების", რომ შეიძლება ამით მმართველობა გაიხანგრძლივოს, გაიხანგრძლივოს, როგორც თავისი თავის ისე სახელმწიფოს აგონია,"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წელს თავისი პასუხი აგო და პოლიტიკიდან წავიდა, დღეს დადგა დრო, რომ პოლიტიკიდან „ქართუილი ოცნება" წავიდეს" - განაცხადა ზაქარეიშილმა.

 

სოციალისტი ვინი პუხ!
4 წლის უკან