აჯიკა ბადრიჯნით

აჯიკა ბადრიჯნით

ინგრედიენტები

ზეთი - 250 მლ

კამა - 1 კონა

ნიორი - 300 გ

ოხრახუში - 1 კონა

მარილი - გემოვნებით

ტკბილი წიწაკა - 1 კგ

წითელი წიწაკა, ცხარე - 4 ცალი

შაქარი - 1 ს/კ

ძმარი - 100 მლ

ბადრიჯანი - 1 კგ

პომიდორი - 1,5 კგ

მომზადების წესები

პომიდორი გაჭერით ოთხად. გაარჩიეთ ნიორი. ტკბილი და ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან, დაჭერით მსხვილად. გაატარეთ პომიდორი, წიწაკები და ნიორი ხორცსაკეპმანქანაში.

ბადრიჯანი დაჭერით პატარა კუბიკებად. მოათავსეთ ყველა ბოსტნეული დიდ ქვაბში, დაასხით ზეთი, დაუმატეთ შაქარი და მარილი გემოვნებით. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი.

მწვანილი გარეცხეთ, დაჭერით წმინდად და დაუმატეთ აჯიკას და ხარშეთ 2 წუთი. ბოლოს ჩაასხით ძმარი და გააჩერეთ ცეცხლზე 1-2 წუთი, არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან. გაანაწილეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.