ენერგეტიკაში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება

ენერგეტიკაში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიას სთხოვს, აქტიურად ჩაერთოს განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო პროცესში. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება და გენერაცია კი უმნიშვნელოდ მატულობს. სამაგიეროდ, მკვეთრად მზარდია იმპორტი. მაგალითად შარშან რუსეთიდან დენის იმპორტი 425%-ით გაიზარდა.

„ჩემი სურვილია, სერიოზულად ჩაერთოს სემეკი იმ განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერის მიმართულებით, რაზეც კანონს ახლა ვიღებთ. ამ კანონში არის მხარდაჭერის სქემა, როგორ უნდა წავახალისოთ განახლებადი წყაროების გამოყენება.

ჩვენი ერთ–ერთი სერიოზული გამოწვევა ისაა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა გაჩერებული თუ არა, ძალიან შენელებულია. ამ მიმართულებითაც ეს ყველას ვალია ხალხს გავაგებინოთ, რა არის ჰიდროენერგეტიკული რესურსები და როგორ უნდა გამოვიყენოთ. დარგში თანდათან პრობლემები მატულობს“, - განაცხადა არველაძემ.

ელექტროენერგიის გამომუშავება რომ მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს, რომლითაც ირკვევა, რომ იმპორტზე დამოკიდებულება საგრძნობლად გაზრდილია.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა და მათ შორის ყველაზე მეტად რუსეთიდან. თუ 2018 წლის 10 თვეში რუსეთისგან ქვეყანამ 74.6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, წელს იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 392.2 მლნ კვტ/სთ-მდე, ანუ დაახლოებით 425.3%-ითაა მომატებული.

მეორე ყველაზე მსხვილი იმპორტიორია აზერბაიჯანი, საიდანაც წელს საქართველომ 823.6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, ეს კი სულ რაღაც 3,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 98,6% რუსეთიდან განხორციელდა - 195.5 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი მხოლოდ 1,3%, რაც 2.7 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

ამ ფონზე ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ახლა ქვეყანაში ჰესების მშენებლობის აუცილებლობა დგას, რადგან, შესაძლოა, ელექტროენერგიის მომარაგების საკითხში, სერიოზული პრობლემები შეგვექმნას, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

„თუ ჩვენი გენერაცია სასწრაფოდ არ გავზარდეთ, ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. სამ ვარიანტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი - ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ელექტოენერგია მოპოვება, ანუ დღეისთვის ენერგიის ყიდვის საშუალება გვაქვს. მეორე - სამეზობლოში ენერგიის ფასი არ არის კატასტროფულად მაღალი, ამიტომ მისი ყიდვა შეგვიძლია და მესამე - ცოტა ხანში, შესაძლოა, ასეთი რამ მოხდეს - ფული, რომც ბევრი გვქონდეს, ენერგია აღარ იშოვებოდეს და შესაბამისად, ვეღარც ვიყიდოთ. გარდა ამისა, ენერგოხაზების გამტარუნარიანობიდან გამომდინარე, შეიძლება, ვეღარც კი შევძლოთ ჭარბი იმპორტის განხორციელება. ყოველწლიურად 1.5-2 მილიარდი კვტ/სთ იმპორტირებული ელექტროენერგია გვჭირდება“, - აცხადებს არაბიძე.

ენერგეტიკოსის თქმით, ახლა ყველაზე მეტი ძალისხმევა მოსახლეობის ინფორმირებაში უნდა ჩაიდოს, სადაც ხელისუფლებასთან ერთად, ინვესტორები და მედიასაშუალებებიც უნდა ჩაერთონ, რადგან მათი პროტესტი ენერგოსფეროს უკან სწევს.

Katana . როგორ, ჩვენ რუსეთისაგან ვყიდულობთ დენს?
ოკუპანტი რუსეთისაგან?!
პუტინის რუსეთისაგან?!?!
კი, მაგრამ ნაცებმა და ლიბერალებმა იციან ამის შესახებ?
იციან და მაინც მოიხმარენ რუსულ დენს?
არ უტყდებათ?..
და, ჩვენ რომ რუსეთს არ ველაპარაკებით, როგორ გვარდება ეს საქმე, - ჟესტების ენაზე?
საინტერესოა, რატომ ამერიკისაგან არ ვყიდულობთ დენს?
აა, შორია?
ჰოო...
და, ამ ოკუპანტმა რუსეთმა რომ უარი გვითხრას, მაშინ რას ვშვრებით?
აზერბაიჯანული ნავთი და თურქული ლამპა?
არ არის ცუდი ვარიანტი, თუმცა ინტერნეტი, კომპიუტერები და მობილურები მუშაობენ თუ არა ნავთზე, არ ვიცი.
თუ სხვა საშველი არ იქნა, გადავსახლდებით სადმე, მაგრამ ჩვენ ტერიტორიებს ნამდვლად არ დავტბორავთ ჰესებისათვის!
ესღა გვაკლია!
5 წლის უკან
tngh თვითმარქვია "მეგრანტე" ექპერტებს, რომ ჰკითხო, ჰესების აშენება არ არის საჭირო... (ღრმად პატივცემულების გვარების ჩამოთვლას, აზრი არ აქვს. ყველა ნორმალურმა ადამიანმა ვიცით.)
4 წლის უკან
ფირცხალა გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობის დროინდელ ერთ სიტუაციას გავიხსენებ და ამის მერე ვინმემ მითხრას, მიზანმიმართული ქმედებები არ არის ე.წ. გარემოსდამცველების „პროტესტი".
2015 თუ 16 წლებია, ერთ-ერთი დიდი პროექტის ფარგლებში მოითხოვეს სამინისტროში შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან და ნებართვების დეპარტამენტთან. შეხვედრაზე იყვნენ მაშინდელი აქტიური გარემოსდამცველები, რაღათქმაუნდა მწ. ალტერნატივა თავისი სატელიტი ,,მუშტებით" და ,,ტრალი-ვალებით", ასევე ცოტნე გამსახურდიაც და ერთი კონკრეტული მონაკვეთი მაცხოვრებლები, რომლებიც ასევე იყვნენ ზემოხსენებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში.
მოკლედ იყვირეს, იჩხუბეს, იქაქანეს სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით !
მოითხოვეს მარშრუტის ცვლილება. ამ განხილვის დროს კომპანიამ თქვა, რომ განიხილავდნენ მარშრუტის შეცვლის ვარიანტსაც და ჰოი საოცრებავ ! ეგ მოყვირალ/მოჩხუბარი სასტავი მიუსხდნენ კომპანიის თანამშრომელს და სთავაზობდნენ მათთვის სასურველ მარშრუტს, რათა პროექტს თავის ეზოში გაევლო და კომპესაციები მიეღოთ!!!!!
ას და სხვა ესეთი სიტუაციები ჩემი თვალით, რომ არ მენახა და შემხებლობა არ მქონოდა ამ თემებთან, არ დავიჯერებდი :(

ჰესების პროექტზეც დავწერ კონკრეტულ შემთხვევას - ნამახვანის პროექტი სამინისტროში, რომ შემოვიდა, რამოდენიმე ექსპერთთან ერთად ადგილის დასათვალიერებლად წავედით. რათქმაუნდა მოსახლეობაშ გავედით და ვინც შეგვხვდა, ყველას ვკითხეთ ზოგადი მოსაზრების შესახებ. მეგობრებო, ყველა სულმოუთქმელად ელოდა აშენებას !!! თაობები გაიზარდნენ ამ ჰესის აშენების მოლოდინშიო, ამას გაიძახოდნენ !
ვინც ეწინააღმდეგებოდა, ის არ იყო განსახლების ზონაში და გაიძახოდნენ მხოლოდ იმას, რო ჰესი დაგვტბორავს და ბუნება გაჩანაგდებაო :(

ამით, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა აქტიური ვითომდა გარემოს დამცველი არის ჩვეულებრივი გრანტიჭამია ,,სასტავი" და ქვეყნის მტრები !!!
4 წლის უკან
Katana . უკვე დავიწყებული მეგონა ეს თემა და კარგია, რომ ისევ გამოჩნდა, თანაც თქვენი , როგორც საქმის სამზარეულოში ჩახედული ადამიანისა და უშუალო მოწმის, "ჩვენებით"!..
4 წლის უკან