ივანიშვილი ევროპაში მიდის, რათა ჩამოიშოროს „რუსეთის მარიონეტის“ იარლიყი

ივანიშვილი ევროპაში მიდის, რათა ჩამოიშოროს „რუსეთის მარიონეტის“ იარლიყი

თბილისი – საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი ორშაბათს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. ამ ვიზიტმა უნდა დაადასტუროს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ რესპუბლიკისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება კავშირები ნატოსა და ევროპასთან და არა რუსეთთან.

ბიძინა ივანიშვილს, მილიარდერ ბიზნესმენს, მას შემდეგ, რაც მისმა კოალიციამ გასულ თვეს არჩევნებში დაამარცხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია და დაასრულა მეტოქის ცხრაწლიანი დომინირება, რუსეთის მრიონეტობაში სდებდნენ ბრალს.

მან თავისი პირველი ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია და ამით დაადასტურა, რომ დასავლეთი საქართველოსთვის, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის საგანია და რომელიც წარმოადგენს კასპიის ზღვის ნავთობისა და აირის სატრანზიტო ქვეყანას ევროპისათვის, დასავლეთი პრიორიტია.

„ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ვიზიტს ბრიუსელში მართავს ჩვენი მთავრობის დასავლეთზე ორიტაციის აშკარა ნიშანია,“ უთხრა მაია ფანჯიკიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „როიტერს“.

ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომლებიც სააკაშვილის მთავრობაში ელჩები იყვნენ, ივანიშვილთან ერთად გაემგზავრნენ ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით, რომელიც ორშაბათს იწყება. ამ ვიზიტის დროს უნდა შედგეს მოლაპარაკებები ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან.

56 წლის პრემიერმა ქონება ძირითადად რუსეთში შეიძინა. მას, ისევე როგორც სააკაშვილს სურს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს, მაგრამ ის ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ რუსეთთან, რომელიც მიესალმა მის გამარჯვებას, ურთიერთობები გამოსწორდება.

სააკაშვილმა შეძლო თავისი ქვეყნის (მოსახლეობა შეადგენს 4,5 მილიონს) ნატოსთან ინტეგრირების პირობა მოეპოვებინა, მეგრამ 2008 წელს, ალიანსმა აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს უარი უთხრა ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებაზე.

რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს ხუთდთიანი ომი ჰქონდა რუსეთთან თავისი სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო, რომელთაც რუსეთი ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აცხადებს.

ამ კონფლიქტმა ევროპა და ნატო კიდევ უფრო დააეჭვა საქართველოს სწრაფ გაერთიანებაზე ევროპულ მეინსტრიმში და ივანიშვილს ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტა სურს.

„ევროპა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორია და ივანიშვილს უნდა, რომ მომავალში მისი მხარდაჭერა შეინაჩუნოს“, განაცხადა ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ხელმძღვანელმა.

ევროკავშირს სტაბილურობისა და უწყვეტობის იმედი აქვს

ივანიშვილის დაპირებას პოლიტიკის უწყვეტობის შესახებ, ევროპაში კარგად შეხვდნენ, რადგან ევროპა შფოთავს რუსეთის, როგორც ენერგეტიკული პროვაიდერის სანდოობაზე და სურს, საჭიროების შემთხვევაში, მომარაგების ალტერნატიული მარშრუტები ჰქონდეს.

„ჩვენთვის ორი უმნიშვნელოვანესი სიტყვაა რეფორმების უწყვეტობა და კონსტრუქციული თანაარსებობა“, განაცხადა წყარომ ევროკომისიიდან, იგულისხმა რა სააკაშვილის პრო-დასავლური პოლიტიკა და ლიბერალური რეფორმები და გაწონასწორებული ურთიერთობები, მეტოქეებს, პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის.

ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროგრესი ნაკლებად სავარაუდოა, სანამ არ გადაწყდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი, ამბობს დენიელ კიოჰანი, ბრიუსელის ანალიტიკური ორგანიზაციის FRIDE-ს ანალიტიკოსი.

„ სიმბოლურად მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ საქართველო ახალი რეჟიმის პირობებშიც ნატოს მეგობარი ქვეყანაა,“ განაცხადა კიოჰანმა.

„სააკაშვილი მიანიშნებდა, რომ ახალი ლიდერი ცოტა არ იყოს ზედმეტად ახლოსაა მოსკოვთან. ალბათ, ეს ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოს… ისევ მთელი გულით სურს გაიროს გზა ევროპაში ინტეგრაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი,“ განაცხადა მან.

სააკაშვილი მომავალ წელს თანამდებობიდან უნდა წავიდეს და ძალაში უნდა შევიდეს ის რეფორმები, რომელთა თანახმად 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება, ხოო პარლამენტისა და პრემიერმინისტრის გაიზრდება.

სააკაშვილიც ბრიუსელში იქნება მიმდინარე კვირას და შეხვდება ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის და სიტყვით გამოვა ორშაბათს პრაღაში კონფერენციაზე, რომელსაც რასმუსენიც დაესწრება.
foreignpress.ge