“სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრების მიმართ, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, მიმდინარეობს დევნა მათ მიერ მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების გამო. მოძრაობის 8 წევრი, უკვე ორი თვეა, პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ლიდერის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავითის მიმართ ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიყენა მუხლი, რომლითაც დღემდე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში არ გაუსამართლებიათ.
საქართველოდან კანონის დარღვევით გასულ მოქალაქეს, ჩვეულებრივ, იმ ქვეყნის მართლმსაჯულება ერჩის, რომელშიც ისინი უკანონოდ შედიან. ამ შემთხვევაშიც მას მხოლოდ დეპორტაცია ემუქრება და არა პატიმრობა. საქართველოში უკანონოდ შემოსულ უცხოელებს კი (რომელთაც ეხება სწორედ აღნიშნული მუხლი), პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი, რისი პრაქტიკაც მიღებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროში (და არა პატიმრობა), ემუქრებათ. არც მალხაზს და არც მის ვაჟს, დავითს არასოდეს ჰქონიათ მსგავსი დარღვევა, მაგრამ მათ მიმართ სწორედ პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანეს. მრავალჯერადი მუქარის გამო შვილის გარიდება პატიმრობის ღირსი ყოფილა. ეს მაშინ, როცა კონსტიტუციაც კი არ ითხოვს ოჯახის წევრის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას! ჟენევის კონვენცია კი პირდაპირ კრძალავს ლტოლვილის დაბრუნებას მხარისათვის, რომელშიც მის სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.
ფაქტობრივად, სახელმწიფომ მალხაზ გულაშვილსა და მის არასრულწლოვან ვაჟს, დავითს, დააკისრა პასუხისმგებლობა იმ საზღვრის დარღვევის გამო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს. ამ შემთხვევაში საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელსაც ამავე გზითა აქვს სამშობლო დატოვებული, თეორიულად, ციხე ემუქრება.
ოჯახი გაყოფილია: დედა და მეორე არასრულწლოვანი შვილი, არჩილი, საზღვრის აქეთ იმყოფებიან, მამა და უფროსი ვაჟი – იქით. თავის დროზე თვით ავტორიტარული საბჭოთა რეჟიმიც კი ვერ აღუდგა წინ ოჯახების გამთლიანების მოტივით დაძრულ ებრაელებს.
არა, გულაშვილის მეუღლე არ ითხოვს საქართველოს საზღვრებს გარეთ მისი ოჯახის გამთლიანებას. არც თავად მალხაზს აქვს უცხო ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნის სურვილი. მათი ოჯახი სამშობლოში უნდა გამთლიანდეს, მაგრამ ამას წინ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ეღობება - მათ მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, საქართველოს ხელისუფლებისგან და პირადად პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა “ჯორჯიან თაიმსის” ხელმძღვანელის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავით გულაშვილის მიმართ.
ნანა დევდარიანი - ყოფილი სახალხო დაცველი; გიორგი (გოგლა) ჟვანია - ბიზნესმენი; ზაქარია ქუცნაშვილი - “კანონი ხალხისთვის”; თამაზ წივწივაძე – ჟურნალისტი; ბაია ამაშუკელი – ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი; რეზო ამაშუკელი – პოეტი; ირაკლი ბათიაშვილი – ფილოსოფიის დოქტორი; მარიამ ბათიაშვილი – ფსიქოლოგი; ირინა ბათიაშვილი – სტუდენტი-იურისტი; ირმა ინაშვილი – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი”; ნინო ცხოიძე – ჟურნალისტთა კავშირ “ობიექტივის” პროდიუსერი; სოსო ჯაჭვლიანი – რეჟისორი, მსახიობი; ლელიკო ჯაფარიძე – დიდი თეატრის სოლისტი, სახალხო არტისტი; ვახტანგ ხარჩილავა – “საერთო გაზეთის” მთავარი რედაქტორი; ირინა სარიშვილი-ჭანტურია – „იმედის“ თავმჯდომარე; ალესანდრე შალამბერიძე – „ხალხის პარტია“; ეკა ბერიძე – ჟურნალისტი; თეა სიჭინავა – ჟურნალისტი; ფრიდონ დოჩია – ჟურნალისტი; დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი; გიორგი (გიგა) ბათიაშვილი – აკადემიკოსი; გელა ნიკოლაიშვილი – ადვოკატი; კახა კუკავა – „კონსერვატიული პარტია“; ირაკლი წერეთელი – მწერალი, პოეტი, ეროვნული მოღვაწე; გიგა ლორთქიფანიძე – საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე; ქეთევან კიკნაძე – მსახიობი; ნანა კაკაბაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“; სოზარ სუბარი – ყოფილი სახალხო დამცველი; მერაბ ფაჩულია – „გორბის“ დამფუძნებელი; ალი ბაბაევი – საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე; მამუკა გიორგაძე – „სახალხო პარტია“; ლუკა კურტანიძე – მსოფლიო ჩემპიონი; ჯაბა ხუბუა – ჟურნალისტი, გაზეთი „ასავალ-დასავალი“; ანი მიროტაძე – ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“; ტატო ლასხიშვილი – გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი; დავით თარხან-მოურავი – ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“; ირაკლი სესიაშვილი – ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“; გიორგი გიგაური – ჟურნალისტი – გაზეთი „ასავალ-დასავალი“; ზაალ სულაკაური – კარიკატურისტი; დავით გამყრელიძე – „ახალი მემარჯვენეები“; ფიქრია ჩიხრაძე – „ახალი მემარჯვენეები“; ალექსანდრე ქანთარია – რეჟისორი; გოგი ქავთარაძე – საქართველოს სახალხო არტისტი; თემურ ნანეიშვილი – ფიზიოლოგი, პროფესორი; თეიმურაზ გოცაძე – სახალხო მხატვარი; ზაზა მრელაშვილი – მწერალი; პუბლიცისტი; ივანე კიღურაძე – აკადემიკოსი; თამაზ მარსაგიშვილი – ფიზიკოსი; ალექსანდრე ხარაზიშვილი – მათემატიკოსი; მალხაზ ზაალიშვილი – აკადემიკოსი; კოტე ჯანდიერი – მწერალი, დრამატურგი; იური მეჩითოვი – ფოტოგრაფი; ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) – მუსიკოსი; ლია ბედოშვილი – პოეტი; გიორგი გუგავა – „ლეიბორისტული პარტია“; ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოს გაერთ. პროფკავშირების პრეზიდენტი; ნინო ნადირაძე – ექიმი-კარდიოლოგი; მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიკოსი, აკადემიკოსი; შალვა რამიშვილი – ჟურნალისტი; გოჩა ცქიტიშვილი – მარკეტოლოგი; იოსებ ბარათაშვილი – ადვოკატი; ინგა გრიგოლია – თბილისის საკრებულოს წევრი; ზაზა გაბუნია – საკრებულოს წევრი; ჯაბა სამუშია – საკრებულოს წევრი; პაატა ჯიბლაძე – „ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი; კახა ძაგანია – „ლეიბორისტული პარტია“; იოსებ შატბერაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი; ელიზბარ ჯაველიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ლაშა ამირეჯიბი – „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; ლევან ჩიკვაიძე – იურისტი, საზოგადოებრივი დარბაზი; ბორის ძანაშვილი – „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საორგანზაციო ჯგუფის წევრი; დათო რურუა – „დაიცავი საქართველო“; ნონა გაფრინდაშვილი – მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში; ერეკლე საღლიანი – პოეტი; ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) – მსახიობი, მომღერალი; თაზო გამცემლიძე – პედაგოგი; ზაზა პაპუაშვილი – მსახიობი; ლალი მოროშკინა – ჟურნალისტი, პროფესორი; ზურაბ ქაფიანიძე – საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მარინე ჯიქია – ფილოლოგი; ზინაიდა კვერენჩხილაძე – მსახიობი; ჭაბუა ამირეჯიბი – მწერალი; რეზო ესაძე – კინორეჟისორი, მსახიობი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მაია მუხურაძე – ჟურნალისტი; დალი ბჟალავა – ჟურნალისტი; შორენა ცივქარაშვილი – ჟურნალისტი; ნინო ჯაფარიძე – ITV-ს ჟურნალისტი; მამუკა კაციტაძე – “ახალი მემარჯვენეები”; ზვიად ძიძიგური – პარტია “კონსერვატორები”; ბონდო მძინარაშვილი – ჟურნალისტი; გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთ. რედაქტორის მოადგილე, “ობიექტივის” წამყვანი; ნუგზარ ნაჭყებია – კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსის გადაყენებული მოადგილე; მაკო გომართელი – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტი; ანი კიკნაძე – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტი; დურმიშხან ცინცაძე – პროფესორი; ალეკო ასლანიშვილი – ჟურნალისტი, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორი; გურამ გოგიაშვილი – ჟურნალისტი; სპარტაკ ქობულია – ჟურნალისტი; რუსლან რუსია – ჟურნალისტი; ზაზა ხატიაშვილი – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; გიორგი მამაცაშვილი – ჟურნალისტი, გაზეთი “ასავალ-დასავალი”; მანუჩარ მაჩაიძე – ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; იაკობ ახუაშვილი – “გვარიშვილობის” პრეზიდენტი, აკადემიკოსი; ლერი კვაჭანტირაძე – “გვარიშვილობის” ვიცე-პრეზიდენტი; რობერტ სტურუა – რეჟისორი; გია ყარყარაშვილი – თადარიგის გენერალ-მაიორი; გიორგი გაჩეჩილაძე – “მწვანეთა” პარტია; ნოდარ ნათაძე – თეოლოგი, დროებით უმუშევარი, “საქართველოს სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე; გულბაათ რცხილაძე – პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ლევან ღვინჯილია – ენათმეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი; ირინე გოგოსაშვილი – ჟურნალისტი; გაზეთი “საერთო გაზეთი”; ნანა ნანავა – ფილოლოგი; შალვა შავგულიძე – იურისტი, ადვოკატი; დიმიტრი ჯაიანი – საქართველოს სახალხო არტისტი; გია ხუხაშვილი – ექსპერტი; ლაშა ნადარეიშვილი – პოეტი, გაზეთ “ასავალ-დასავალის” მთ. რედაქტორი; მერაბ შათირიშვილი – მწერალი; თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია “თეთრების” ლიდერი; ეთერ ჯიშკარიანი – ჟურნალისტი; ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი; თაკო ჩარკვიანი – ჟურნალისტი; ვანო იანტბელიძე – მსახიობი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ფიქრია ყუშიტაშვილი – თეატრმცოდნე, ჟურნალისტი; გიორგი მელითაური – სამხედრო ექსპერტი; კობა დავითაშვილი – “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე; ლუბა ელიაშვილი – ჟურნალისტი; კობა ნარჩემაშვილი – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ეკა ბესელია – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”; ლია მუხაშავრია – ადვოკატი; მანანა ნიკოლაიშვილი – საქართველოს განათლების ლიგის პრეზიდენტი; საშა რუსეცკი – ფსიქოლოგი, “ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის” კოორდინატორი საქარველოში; ლალი აფციაური – არასამთავრობო ორგანიზაცია “პატიმართა თანამეგობრობა” პრეზიდენტი, დამოუკიდებელი ადვოკატი; ირინა ფუტკარაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიის კავკასიის ცენტრი”; ხათუნა ჩარკვიანი; –“ქალები საუნივერსიტეტო განათლებით”; თ. ჟორჟოლიანი – “აფხაზეთის თანხმობის, ერთიანობის და აღორძინების კავშირი”; ო. ალიბეგაშვილი – “საქართველოს მეანაბრეთა ინტერესების დაცვის კავშირი”; ირაკლი ნაცვლიშვილი – “საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირის” თავმჯდომარე; კუკური ლაცაბიძე – “საქართველოს დემოკრატთა კავშირი”; ვასილ კადენეცი – “საქართველოს კაზაკთა კავშირი”; ავთანდილ მარგიანი – პოლიტ. კავშირი “ერთიანი საქართველოს” ლიდერი; გ. სუბელიანი – მოძრაობა “ილიას გზა”; მალხაზ სანიკიძე – ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდი “ბაბეკი”; ვალერიან კირკიტაძე – საქართველოს შრომის და ომის ვეტერანთა კავშირი; ვაჟა ხაჭაპურიძე – “ქართველთა და ოსთა თანხმობის; ერთიანობისა და აღორძინების კავშირი”; ბექა სივსივაძე – ჟურნალისტი; გაზეთი “ასავალ-დასავალი”; გიორგი ხაინდრავა – რეჟისორი; თედო პაატაშვილი – ყოფილი პარლამენტარი; კობა არაბული – პოეტი; ”ეროვნულ ტრადიციათა ცენტრის” პრეზიდენტი; გია იაკობაშვილი – ინტერნეტგამოცემა “პრესა. გე”-ს მთავარი რედაქტორი; თეა ნადირაძე – გაზეთ “რეზონანსის” მფლობელი; ზურაბ ტყემალაძე – პარტია “მრეწველების” თავმჯდომარე; დავით სოკოლოვი – ჟურნალისტი; გურამ ფირცხალავა – მსახიობი; ლუიზა შაკიაშვილი; ყოფილი დისიდენტი, ყოფილი პოლიტმატიმარი; ედუარდ შევარდნაძე; გრიშა ონიანი – საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე; მერაბ ჯიბლაძე – პროფესორი, ფიზიკოსი; ნოდარ მგალობლიშვილი – მსახიობი; მარიამ ცაცანაშვილი – იურისტი; ირაკლი თოდუა – გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედქტორი; ბადრი გრუზინსკი – კომპოზიტორი; ჯუმბერ პატიაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” თავმჯდომარე; კახი კავსაძე – მსახიობი; გივი ბერიკაშვილი – მსახიობი; ზურაბ მანჯავიძე – მომღერალი; რეზო შავიშვილი – ფიზიკოსი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე; ჯუმბერ ლეჟავა – გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს მოქალაქე, მსოფლიო სპორტსმენი, “მსოფლიოს 2009 წლის ადამიანი”, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი, ევროპის ბიოგრაფიული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; ნესტან კირთაძე – პროფესორი, პოლიტოლოგი; “ლეიბორისტული” პარტია; თემურ ქორიძე – პუბლიცისტი; ფილოლოგი; ჯამბულ გამცემლიძე – პატრულის მიერ დახვრეტილი შვილის მამა; სოსო რობაქიძე – ”გადაარჩინე სიცოცხლის” დამფუძნებელი; მამუკა არეშიძე – სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრი; არმაზ სანებლიძე – გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”; დიტო ჩუბინიძე – ჟურნალისტი, “ალია ჰოლდინგი”; გიორგი აბდალაძე – ფოტორეპორტიორი, “ალია ჰოლდინგი”; შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე; გია მეფარიშვილი – იურისტი; პროფესორი; გიორგი თარგამაძე – “ქრისტიან-დემოკრტები”; ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი; მანანა არჩვაძე-გამსახურდია – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა ”მრგვალი მაგიდის” სპიკერი, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის კომიტეტის წევრი; ლაშა თაბუკაშვილი – მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი სულხან მოლაშვილი – კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტმატიმარი; ეროსი კიწმარიშვილი – ფონდი ”2020”–ის თავჯდომარე.
182 ხელმოწერა
მალხაზ გულაშვილი: ქედს ვიხრი ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული ადამიანის მიმართ, რომელმაც ჩემი, ჩემი ვაჟისა და, ზოგადად, ჩემი ოჯახის ძნელბედობის ჟამს, გაბედა და ხელი მოაწერა წინამდებარე სიას, რომელსაც მე ჩემს გულში ოქროს სია ვუწოდე.