შრომის კოდექსის ცვლილებას ბიზნესი მაქსიმალურად ეწინაააღმდეგება

შრომის კოდექსის ცვლილებას ბიზნესი მაქსიმალურად ეწინაააღმდეგება

საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კარგა ხანია ამაზე მიდის მსჯელობა და დიდი კამათი, მაგრამ მხარეები საერთაო აზრამდე ვერ მივიდნენ. შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებების გატარებაც გვიანდება.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა-აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

როგორც შრომის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც ჩამოაყალიბებს შრომით კულტურასა და მექანიზმს შრომითი ურთიერთობების ეფექტურად სამართავად.

„არ არსებობს ცალსახა, ერთიანი პოზიცია. ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ. ის, რომ რეგულაციები ადრე თუ გვიან დაინერგება, ამაზე ბიზნესთან ვთანხმდებით. საჭიროა, რომ იყოს პროგნოზირებადი გარემო, ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები. ეს უკავშირდება ახალი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ბიზნესი, რომელიც საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამ რეგულაციებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

„ბიზნეს მედიას“ ცნობით, ანალოგიური პოზიცია აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესაც. ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, შრომის კოდექსის რეფორმას ემხრობა. ასევე აბსურდულია ის მოსაზრება, თითქოს რეფორმა ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის.

„ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით. მხოლოდ სიდუხჭირის კი არა, უუფლებობის გამოც გარბიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. იკითხეთ თქვენ გარშემო, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა, რას ნიშნავს სამუშაო დრო, შვებულების არქონა? როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია. ეს შრომის კოდექსი გამოასწორებს ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კი კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში სწორედ სამუშაო ადგილების შემცირებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის გაზრდის რისკებს ხედავს. მისივე თქმით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მასშტაბური ხასიათისაა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბიზნეს ურთიერთობებზე.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული შენიშვნა, რომელიც უკავშირდება სამუშაო დროის ნორმირებას, ასევე არის ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხები, ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებული თემები. ეს ყველაფერი იმდენად ცვლის და სხვანაირად აყალიბებს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ურთიერთობას, რომ ჩვენი აზრით, ეს იქნება მძიმე ტვირთი ბიზნესისთვის. თუ ამ ფორმით შევა ეს ცვლილებები ძალაში, ეს გამოიწვევს ბიზნესისთვის ხარჯების სერიოზულ ზრდას. ამან შეიძლება მოგვცეს სამუშაო ადგილების შემცირებაც და შრომითი ურთიერთობების ნაწილის ჩრდილოვან სექტორში გადატანაც“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილიც კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს. იგი ამბობს, რომ ყველა მხარეს უნდა ერთი რამ - ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი სამუშაო პირობები, ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ანაზღაურება და ზოგადად ცხოვრების დონე უნდა იყოს მაღალი.

„თუ ვფიქრობთ, რომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს, ხელფასებს გაზრდის ან სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს, ეს არის შეცდომა. ამ ყველაფრის მიღწევის ეფექტური და გამოცდილი გზა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ არის 4, 5 ან 10-ათასი დოლარი, იქ ცხოვრების დონე არის მაღალი, იქ სამუშაო პირობები არის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული.

ამას აქვს თავისი მარტივი მიზეზი - ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის სიმდიდრესთან, ჩვენ ვართ დაახლოებით, 10-ჯერ ღარიბები, ვიდრე - საშუალო ევროპული ქვეყანა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარების დონით დავეწიოთ ამ რიგებში თუნდაც ბოლოს მყოფ ქვეყნებს“, - აცხადებს ნანუაშვილი.

Maverick შეეწინააღმდეგება, აბა რას იზამს, თანამედროვე მონათმფლობელობას რა ჯობს?!
"მშიერი მონები" ადვილი სამართავია, "პური და სანახაობა", მეტი არაფერი ჭირდებათ, მათ რომ კარგად შესრულებული სამუშაოს შესაფერი ხელფასი გადაუხადოს ხომ "დაიქცა ბიზნესმენ-მონათმფლობელი, სალში რა შაშა და კოლა უნდა მიიტანოს?
5 წლის უკან
Maverick შეეწინააღმდეგება, აბა რას იზამს, თანამედროვე მონათმფლობელობას რა ჯობს?!
"მშიერი მონები" ადვილი სამართავია, "პური და სანახაობა", მეტი არაფერი ჭირდებათ, მათ რომ კარგად შესრულებული სამუშაოს შესაფერი ხელფასი გადაუხადოს ხომ "დაიქცა" ბიზნესმენ-მონათმფლობელი, სახლში რა ჩემი შაშა და კოლა უნდა მიიტანოს? სსრ კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ, აი მონები მაშინ ყავდათ თუ ყავდათ კომუნისტებს, ველურ კაპიტალიზმს რამე ჯობია, "ბიზნესი" თავად დაარეგულირებს ყველაფერს"!
5 წლის უკან
Serapina მოკლედ, ტრანფორმირებული ბატონ-ყმობა გვაქვს...
ამ ჩვენს გაზულუქებულ ბატონებს, რომლებსაც შეძრომისა და გაძრომის მეტი არაფერი უსწავლაით, რა კანონი უშველის?!
კანონი რაც გვაქვს, იმას არავინ აგდებს რამედ და ახლის მიღებით, რა შეიცვლება???
მარტივი მაგალითი, კანონი ხომ კრძალავას; პარლამენტარის ბიზნეს საქმიანობას... რომელი პარლამენტარი იცით, რომ ბიზნესი არ ააქვს?ნუ, ცოლიძმებზე და სიდედრებზე გაფორმებით, სიმართლე ხომ არ იმალება... ყველამ ვიცით, როგორ გადანაწილებულია საქართველოში ყველაფერი და სანამ,ეს ბატონები პარლამენტში, თავაიანთი ბიზნესის დარაჯებად სხედან, მანამ იმთავითვე ტყუილი და მლიქვნელობაა ყველა ახალი კანონი... რამეთუ, პარლამენტის და პარლამენტარის ფუნქცია ვალედებულება, თავად საკანონმდებლო ორგანოშია მასხრად აგდებული.
თევზი, თავიდან ყარს!
5 წლის უკან