ოქტომბრის დასაწყისში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა კონტროლი საქართველოს პარლამენტზე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა – კონტროლი ქვეყნის მაუწყებლებზე. ქვეყანაში, სადაც 24 საათის განმავლობაში უყურებენ ტელევიზორს, ეს ფაქტი საინფორმაციო მაუწყებლობის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციასთან, ”ქართულ ოცნებასთან” ხმების თითქმის 15 პროცენტი წააგო, რამაც საქართველოს საინფორმაციო ინდუსტრიაში გადატრიალება გამოიწვია. ტელეკომპანიების მფლობელებს, მმართველებს და ჟურნალისტებს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუება უწევთ.
საინფორმაციო არხები, რომლებიც სააკაშვილს მწარედ აკრიტიკებდნენ და მარგინალიზებულნი იყვნენ, ახლა ამბობენ, რომ მეტი მაყურებელი და სარეკლამო შემოსავალი გაუჩნდათ. ბიძინა ივანიშვილი ისევ დგას ქართული არხების უკან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამბის ყველა ასპექტის გაგება გსურთ, საუკეთესო გზა ამისთვის ისევ არხიდან არხზე სირბილია.
”ახლა უფრო დაბალანსებული სურათი გვაქვს”, ამბობს მედიაკრიტიკოსი ნინია კაკაბაძე. ”მაგრამ არ ვიცი, შეცვლის თუ მედიაგრემოს ეს ცვლილებები ვითარებას, რომელშიც იმის გასაგებად, თუ რა ხდება რეალობაში ორივე მხარის ინფორმაცია უნდა მოსიმინო და შუალედური დასკვნა გამოიტანო”.
არჩევნების შემდეგ სამი ნაციონალური მაუწყებლიდან (კერძო კომპანიები ”რუსთავი 2”, ”იმედი” და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი), მხოლოდ ერთი, ყველაზე დიდი ტელეკომპანია ”რუსთავი 2” გამოიყურება კვლავინდებურად სააკაშვილის ბანაკის მტკიცე მოკავშირედ. ”იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოსტ-საარჩევნო ტრაექტორია ნაკლებად ცხადია.
არჩევნებამდე ”იმედი” თვალშისაცემად პროსამთავრობო იყო. მაგრამ ახლა არხი 2 დოლარზე ნაკლებად დაუბრუნდა ინა გუდავაძეს, ყოფილი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის, სააკაშვილის ცნობილი ოპონენტის ქვრივს, ოპონენტისა, რომელიც 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. გუდავაძემ კონტროლი არხზე მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იმავე წელს დაკარგა.
ინტერვიუში, რომელიც ყოველკვირეულ გამოცემას, ”ლიბერალს” მისცა, გუდავაძემ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მას დაურეკა ადამიანმა, რომელიც არ დასახელებულა და რომელიც საკუთრებასთან დაკავშირებულ ბრძოლაში ჩართული იყო. ამ ადამიანმა მას ”იმედის” დაბრუნება შესთავაზა. შეთავაზების მიზეზები არ გაცხადებულა. EurasiaNet.org-მა ამ სტატიის პუბლიკაციის მომენტისათვის გუდავაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
ამავე დროს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი, რომელიც დიდი ხანია წარმოადგენს ოპოზიციის კრიტიკის ობიექტს, გაურკვეველია. კანონით ორივეს, ივანიშვილის კოალიაციას ”ქართულ ოცნებასაც” და პრეზიდენტ სააკაშვილსაც სიტყვა ეთქმით ამ ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში.
ისე ჩანს, რომ არხი ემზადება გარკვეული სახის ტრანსფორმაციისთვის. პროგრამის რეფორმირება მოიცავს რუსულენოვანი სატელიტური და საკაბელო საინფორმაციო არხის პიკ-ის დახურვას. ამ არხს უკვე დიდი ხანია ივანიშვილის მხარდამჭერები სააკაშვილის PR ინსტრუმენტად მიიჩნევენ. პიკის მაუწყებლობა აღიზიანებდა კრემლს, ხოლო ”ქართული ოცნების” მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება პრიორიტეტად დაასახელეს.
მაგრამ საბოლოოდ ქართული მედიის პოსტ-საარჩევნო სიჯანსაღე შეიძლება ფინანსურად ყველაზე გამძლე არხის გადარჩენამდე დავიდეს.
ქართული სარეკლამო ბაზრის მასშტაბები ($50 მილიონი) – ”არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ძალიან ბევრი (არსებული) ტელევიზია შეინახოს… და ყველაზე დიდ ტელევიზიებს მოგება ვერ მოაქვთ, აცხადებს მათიას ჰუტერი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, ანტიკორუფციული ორგანიზაციის თანამშრომელი.
არჩევნებამდე სარეკლამო შემოსავლების 70 პროცენტი პრო-სამთავრობო ნაციონალურ არხებზე, ”რუსთავი – 2-სა” და ”იმედზე” მიდიოდა”, აღნიშნა ჰუტერმა, მაგრამ დღეს ივანიშვილის მომხრე ტელეკომპანიები ამბობენ, რომ მათი სარეკლამო შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა. მათ შორის მთავარია ტვ 9, თანამგზავრული და საკაბელო საინფორმაციო არხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს.
ტვ 9-მ მნიშვნელოვანი, შესაძლოა მთავარი როლი ითამაშა იმაში, რომ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში უმრავლესობა აღარა აქვს, რადგან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არხი ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდიდა მაყურებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ტვ9 იყო პირველი ტელეკომპანია, რომელმაც ქართულ ციხეებში სასტიკი წამების ამსახველი ვიდეომასალა გადასცა. ითვლება, რომ არჩევნების მიჯნაზე ამ კადრების ჩვენებამ ღრმად იმოქმედა საზოგადოებრივ აზრზე.
ივანიშვილის ოჯახი მხოლოს ტვ9-ს როდი ფლობს. მათ ეკუთვნით აგრეთვე მისი ონლაინ განშტოება ინფო 9, ასევე აქციები რეგიონალურ ტელეკომპანიაში ”თრიალეთი” და საკაბელო და თანამგზავრულ პროვაიდერ კომპანიაში ”გლობალ ტვ”. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიებში აქციების ფლობა საჯარო პირებს ეკრძალებათ, თუმცა არ ეკრძალება მათ ახლო ნათესავებს.
ტვ9-ს აღმასრულებელი დირექტორი, კახა ბექაური აღიარებს, რომ შესაძლოა არხის რეპორტიორები უფრთხიან ივანიშვილის გაბრაზებას, მაგრამ ამტკიცებს რომ ის, თუ ვინ არის არხის არხის მფლობელი, ვერ განსაზღვრავს არხის საინფორმაციო პოლიტიკას. ”დამოუკიდებელი ტელევიზია, უპირველესად ყოვლისა, ფინანსურადაც დამოუკიდებელი უნდა იყოს,” განაცხადა მან. გაზრდილი სარეკლამო კონტრაქტების წყალობით, ბექაური ელის, რომ წელიწადნახევარში არხი მასში ჩადებული ფინანსების კომპენსირებასა და მოგების მიღებას შეძლებს.
მაგრამ ტვ9 არ არის ერთადერთი ისეთი ახალბედა კომპანია, რომლის უკანაც დიდი ფული დგას. ქართული პოლიტიკური სასწორის მეორე მხარეს დგას თამარ ჩერგოლეიშვილის, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლისა და ლიბერტარიანული ყოველკვირეული გამოცემის ”ტაბულას” რედაქტორის ტელევიზია. ამ არხს კახა ბენდუქიძე აფინანსებს, მილიონერი ბიზნესმენი, რომელიც სააკაშვილის ახლობელია.
თავის პარტნიორებთან, ძირითადად სააკაშვილის მომხრეებთან ერთად, ჩერგოლეიშვილი მაყურებლისთვის ”ხარისხიანი ხალხის ხარისხიანი დებატების” შეთავაზებას გეგმავს, ისეთი დებატებისა, რომელიც ”ფოქს ნიუსის” თოქ-შოუს ”ხუთის” მსგავსი იქნება. დისკუსიები გაიმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა თავისუფალი ბაზარი და პირადი თავისუფლება. ამ თემებს, ჩერგოლეიშვილის აზრით, ქართული მედია ადეკვატურად არ აშუქებს.
განცალკევებით დგას ორი ტელეკომპანია – ”მაესტრო” და ”კავკასია”, რომელთაც დამოუკიდებელი მფლობელები ყავთ. როგორც ცნობილია, ამ ორ თბილისურ კომპანიას 2011 წლის შემოსავლების 67 (”მაესტრო”) და 37 (”კავკასია”) პროცენტი ივანიშვილის კოალიციის, ”ქართული ოცნების” რეკლამიდან აქვთ მიღებული. მათ ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ შეძლებენ ისეთივე კრიტიკულები იყვნენ ივანიშვილის მთავრობისადმი, როგორი კრიტიკულებიც იყვნენ სააკაშვილის ელიტისადმი.
foreignpress.ge