ღუმელში შემწვარი ნაზი თევზი ყველითა და პომიდვრით

ღუმელში შემწვარი ნაზი თევზი ყველითა და პომიდვრით

ინგრედიენტები

თევზი სქელშუბლა - 1 ცალი (2-3 კგ)

პომიდორი - 4 ცალი

ლიმონი - 1 ცალი

ყველი - 300 გ

მაიონეზი - 1 შეკვრა

კამა და ოხრახუში

მარილი და პილპილი - გემოვნებით

სასურველი სანელებლები

მომზადების წესები

გაასუფთავეთ თევზი, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.

მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი. დაამარინადეთ 10 წუთის განმავლობაში.

გახეხეთ ყველი წვრილად, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და კარგად აურიეთ.

წაუსვით თევზის ნაჭრებს მაიონეზი და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.

ზემოდან დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები, მოაყარეთ ყველისა და მწვანილების ნაზავი.

შეწვით 250-280 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.