ინგრედიენტები
ლავაში - 5 ფირფიტა
ნაღები - 200 მლ
პომიდორი - 3 ცალი
მარილი და პილპილი
კვერცხი - 3 ცალი
მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
ზეთი - 1 ს/კ
მომზადების წესები
გახეხეთ ყველი მსხვილად, დაჭერით პომიდორი წრეებად.
ათქვიფეთ ნაღები და კვერცხი ერთად, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
წაუსვით გამოსაცხობ ფორმას ზეთი, დააფინეთ ლავაშის ერთი ფირფიტა, წაუსვით კვერცხისა და ნაღების მასა, მოაყარეთ ყველი, დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები, გაიმეორეთ იგივე, ლავაშის შემდეგი ფირფიტის დაფენის შემდეგ და ასე ბოლომდე, სანამ ყველა ფირფიტას არ დააფენთ. ბოლო ფენას წაუსვით ბლომად ნაღებისა და კვერცხის სოუსი.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ორიგინალური ღვეზელი 20 წუთის განმავლობაში.
მიირთვით გემრიელად, სანამ ცხელია!