კიირმა – გაგაუზური ნაციონალური კერძი, რომელიც საკმაოდ მარტვად მზადდება და ძალიან გემრიელია. ეს არის თხელი ცომის ნამცხვარი, ფენებს შორის ხაჭოთი და ბევრი არაჟნით. ამის გამო მას „არაჟნის ნამცხვარსაც“ უწოდებენ.
ინგრედიენტები
თხელი ლავაში - 300 გ
ხაჭო - 500 გ
კვერცხი - 3 ცალი
მწვანე ხახვი - 200 გ
კამა - 1 კონა
არაჟანი - 500 მლ
რძე - 300 მლ
მარილი
მომზადების წესები
წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი.
ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, ხაჭო, მწვანილები. შემდეგ – რძე, არაჟანი და მარილი გემოვნებით.
პურის ფენა დააფინეთ მაგიდაზე და გადაუსვით მომზადებული შიგთავსი მხოლოდ 1/3 ნაწილზე. ასე გაიმეორეთ პურის დანარჩენ ფენებზეც. გადაახვიეთ, როგორც ფოტოზეა მოცემული.
გამოსაცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და დაალაგეთ პურის შიგთავსიანი ფენები. შიგთავსი თავზეც მოასხით.
გამოაცხვეთ 210 გრადუსზე, დაახლოებით, 30–40 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად არ დაიბრაწება. ბოლოს გააგრილეთ, გადმოიღეთ ფორმიდან და დაჭერით.