კვერცხი განსხვავებულად - ასეთ საუზმეს ყველა იმსახურებს

კვერცხი განსხვავებულად - ასეთ საუზმეს ყველა იმსახურებს

ინგრედიენტები

სომხური ლავაში - 1 ცალი

კვერცხი - 3-5 ცალი

მაგარი სახეობის ყველი - 100 გ

პომიდორი - 1 ცალი

მომზადების წესები

გახეხეთ ყველი, პომიდორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, თქვენთვის სასურველი მწვანილი კი დაჭერით წვრილად.

მშრალ ტაფაზე ჩააფინეთ სომხური ლავაში და მოაყარეთ ყველი. ზემოდან მოაწყვეთ პომიდორი, ჩაახალეთ კვერცხი და მოაყარეთ მწვანილები.

თუ ტაფაზე მოამზადებთ, დაბალ ცეცხლზე შემოდგით.თუმცა, თუ ღუმელში აპირებთ ამ საუზმის მომზადებას, გაახურეთ 180 გრადუსზე და შედგით 10 წუთი.