ინგრედიენტები
ვანილინი
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი 2 ცალი
იოგურტი - 1 ჭიქა
ფქვილი - 1,5 ჭიქა
სოდა 1 ჩკ
ნებისმიერი ჯემი - წასასმელად
შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
კვერცხი, შაქარი და ვანილინი ათქვიფეთ ერთად, დაუმატეთ იოგურტი (წინასწარ გახსენით სოდა იოგურტში), დაუმატეთ ფქვილი.
დაასხით მომზადებული ცომი პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოასწორეთ.
აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 7-8 წუთი.
გამოიღეთ ღუმელიდან და დადეთ სველ ჩაის ტილოზე დაბრაწული მხრიდან.
სწრაფად წაუსვით ჯემი და გადაახვიეთ ტილოს მეშვეობით.
მოაყარეთ შაქრის პუდრა.