გამოაცხვეთ სახლში უგემრიელესი ჩებურეკი

გამოაცხვეთ სახლში უგემრიელესი ჩებურეკი

ინგრედიენტები

ფქვილი - 4 ჭიქა

წყალი - 1.5 ჭიქა

არაყი - 1ს.კ

მარილი - 1 ჩ.კ

ზეთი - 75 მლ

ფარში - 600 გ

ხახვი - 1-2 თავი

ძირა

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ფქვილს დაამატეთ მარილი, , დაასხით ზეთი, წყალი, არაყი და მოზილეთ ერთგვაროვანი რბილი ცომი. დაასვენეთ 1 საათი.

ფარშს (უმჯობესია შერეულს), დაამატეთ ძირა, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. გაათხელეთ წყლით, რათა წვნიანი მასა მიიღოთ.

ცომი დაყავით თანაბარ ბურთულებად, გააბრტყელეთ, ერთ ნახევარზე დაადეთ ფარში, გადმოაფინეთ მეორე ნახევარი და დაუფიქსირეთ ნაპირები.

შეწვით ბლომად ზეთში, ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.