გამჭვირვალე ოქროსფერი კომშის მურაბა

გამჭვირვალე ოქროსფერი კომშის მურაბა

ამ მურაბის მომზადებას სჭირდება 4 დღე, მაგრამ თავად მომზადების პროცესი არის ძალიან მარტივი, საჭიროებს დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთს. შედეგი გასაოცარია - ოქროსფერი, თითქმის გამჭვირვალე, არომატული მურაბა!

ინგრედიენტები

კომში - 2 კგ

შაქარი - 2 კგ

წყალი - 100 მლ

მომზადების წესები

კომში კარგად გარეცხეთ, ისე რომ მთლიანად გაპრიალდეს და მოშორდეს ყველანაირი ბუსუსი.

გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯაგრისი ან უხეში ქსოვილი.  გაჭერით ოთხად, ამოაცალეთ გული და კურკები,  შემდეგ დაჭერით თხელ ფირფიტებად, დაახლოებით 3 მმ სისქეზე.

გადაიტანეთ საკმარისად ღრმა და ფართო ჭურჭელში, მოაყარეთ შაქარი, ამოურიეთ, დაასხით წყალი. დადგით მაღალ (!) ცეცხლე და წამოადუღეთ.  ადუღეთ მხოლოდ 2 წუთი, გადმოდგით და დაივიწყეთ მეორე დღემდე.

მეორე დღეს ხელახლა წამოადუღეთ ორიოდე წუთი, კვლავ მაღალ ცეცხლზე. ასე გაიმეორეთ სამჯერ, ან უკეთესია ოთხჯერ. შემდეგ გადაიტანეთ სუფთა ქილაში და დააფარეთ თავსახური.