ლიმონის ფანქეიქები ყველი რიკოტათი

ლიმონის ფანქეიქები ყველი რიკოტათი

ინგრედიენტები

ფქვილი - 150 გ

შაქარი - 3 ს/კ

გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ

მწიკვი მარილი

რძე - 240 მლ

ყველი რიკოტა - 250 გ

კვერცხის გული - 1 ცალი

კვერცხის ცილა - 2 ცალი

ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩ/კ

ლიმონი - 2 ცალი

კარაქი - 2 ს/კ

მომზადების წესები

ჯამში აურიეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი.

ცალკე, მეორე ჯამში ათქვიფეთ რიკოტა, რძე, კვერცხის გული, ვანილის ექსტრაქტი, ერთი ლიმონის წვენი და წვრილად გახეხილი 2 ლიმონის ცედრა.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი მასის მიღებამდე და შეურიეთ რიკოტას მასას.

შემდეგ დაუმატეთ ფქვილის მშრალი მასა და კარგად აურიეთ.

გაახურეთ ტაფა, გაადნეთ მასზე კარაქი, დაასხით კოვზით ფანქეიქები და შეწვით ორივე მხრიდან.