საყვარელიძე:  რუსებს უნდათ, რომ მოგვიხსნან სანქციები, მაგრამ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ

საყვარელიძე:  რუსებს უნდათ, რომ მოგვიხსნან სანქციები, მაგრამ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ

„ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს „ოცნებას“ ბოლო მომენტში ახსენდება, რომ მას არჩევნები უწევს, რადგან ახლაც და წინა არჩევნების დროსაც ხშირად დგამდა საარჩევნოდ წამგებიან ნაბჯებს“, - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადაგმული არაერთი ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორსი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თემაზე, პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი პოლიტიკოსებისა და ქვეყანაში შემოღებული ახალი რეგულაციების შესახებ.

„რეზონანსი“: როგორ შეაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, დმიტრი პესკოვის განადებას, რომელიც ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად  ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაჩინოდ გაუმჯობესებას ასახელებს?

რამაზ საყვარელიძე: პესკოვი, რა თქმა უნდა, რუპორია და როგორც ყველა რუპორს უბრალოდ ევალება რაღაც პასუხის დადება, ხოლო რამდენად ლოგიკურია პასუხი, ეგ სხვა საკითხია. აგრესიული დამოკიდებულება რუსების მიმართ არც ადრე ყოფილა, მაგრამ ეგ მოიმიზეზეს. აგრესიული დამოკიდებულება იყო რუსული პოლიტიკისა და ამ პოლიტიკის წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ იმ კითხვას - სამართლიანი იყო თუ არა ეს აგრესია - თავი აარიდეს.

მათ ეს რიტორიკა იმისთვის სჭირდებათ, რომ როგორმე დაამტკიცონ იმ სანქციების მართებულობა, რომელიც გამოიყენეს. როდესაც პესკოვი ამბობს, რომ ავიამიმოსვლა აღდგება მაშინ, როდესაც „ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაჩინოდ გაუმჯობესდება“, ესე იგი, პრინციპში, იქნება მომენტი, როდესაც ამ სანქციებს მოხსნიან და მოსხნიან არა იმიტომ, რომ  ჩვენი მხრიდან შეიცვლება რამე, არამედ იმიტომ, რომ თვითონ რუსული მოსახლეობისთვისაა მიუღებელი ეს სანქციები, რუსული ბიზნესისთვისაა არახელსაყრელი. ახლა, უბრალოდ, უნდათ, რომ მოხსნან სანქციები, მაგრამ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ.

.“: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა 7 ოქტომბრიდან განახლდება. უნდა ველოდოთ თუ არა ბესელია-ზარდიაშვილის ფიზიკური დაპირისპირების მსგავს ინცინდენტებს?

რ.ს.: მაინცდამაინც ქალსა და კაცს შორის ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ არ ვიგულისხმებთ, დაპირისპირებები და ინცინდენტები, მგონია, რომ იქნება. თუმცა, როგორც ჩანს, სია დატვირთულია ცალკე ე.წ. კლანის და ცალკე იმ პარლამენტარების ინტერესებით, რომლებიც „კლანს“ მხარს უჭერენ, ასე რომ, მგონია, კონფლიქტები გარდაუვალია.

.“: თქვენი აზრით, საბოლოოდ, როგორ დასრულდება ეს პროცესი?

რ.ს.: ალბათ, ამ შემთვევაში ოპტიმისტური თვალსაზრისი არ მექნება და მგონია, რომ მაინც „კლანი“ გაიმარჯებს იმ შემთხვევაში, თუ წინდახედულებამ არ გაიმარჯვა. მაგრამ თუ საბოლოოდ წინდახედულება გაიმარჯვებს, მმართველ გუნდზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, მგონი უპრიანი იქნება, რომ კონკურსზე გასული კანდიდატების ძირითადი ნაწილი ჩააგდონ და  დაელოდონ კანდიდატების მომავალ წარმოდგენას.

წინდახედულებაში ვგულისხმობ საარჩევნო პროცესთან დაკავშრებულ წინდახედულებას, რადგან თუ რამე არსებობს წამგებიანი „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში, ყველაზე წამგებიანი სწორედ მოსამართლეების თემაა.

.“: თბილისის მერიის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებამ ათასობით ტაქსისტი უმუშევარი დატოვა და მგზავრობაც გააძვირა. რამდენად გამართლებული იყო მერიის ეს გადაწყვეტილება და როგორ იმოქმედებს ესქართული ოცნებისრეიტინგზე?

რ.ს.: ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს „ოცნებას“ ბოლო მომენტში ახსენდება, რომ მას არჩევნები უწევს, რადგან ახლაც და წინა არჩევნების დროსაც ხშირად დგამდა საარჩევნოდ წამგებიან ნაბჯებს.

ეს, რა თქმა უნდა, საარჩევნოდ წამგებიანია. ელემენტარულად, ყოველი მძღოლი ოჯახის პატრონია და გადაამრავლეთ ოჯახის წევრების რაოდენობაზე. აღარ ვლაპარაკობ მძღოლების კლიენტებზე, რომლებიც გაწვალდნენ და უფრო მეტს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ ადრე.

შედეგი რა არის, ამის დამაჯერებელი სურათი, მგონი, ჯერჯერობით არ გვაქვს. იყო თუ არა ამ ამოცანის გადაწყეტაში ასეთი რადიკალიზმი საჭირო, ეგ არ ვიცი.

.“: გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „თავისუფალი დემოკრატებისდამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება. როგორ შეაფასებთ მის  გადაწყვეტილებას და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს მას?

რ.ს.: ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ მდინარეც არაა ერთი და იგივე. მას უდაოდ შეუძლია, რომ მიიქციოს ყურადღება. შესაბამისად, ალბათ, ბარიერის გადალახვის საშუალებაც აქვს.

თუკი პოლიტიკაში ახალი ვინმე შემოვა, მაგალითად, ალასანია, რომელიც სასურველი ფიგურაა ქართული პოლიტიკისთვის და რომელსაც ვგულშემატკივრობ, მანაც ნიშა უნდა იპოვოს და ეცადოს, რომ არ გამოვიდეს ამ ნიშიდან, რაც არ უნდა მაცდუნებელი იყოს ხელისუფლების კრიტიკა. თუ აკრიტიკებს ხელისუფლებას, იქვე გააკრიტიკოს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეცდომას უშვებს. მგონია, რომ ეს პოზიცია ყველაზე მომგებიანი იქნება, ვიდრე მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა, რადგან მაგ საქმეში იმხელა რიგია ოპოზიციაში, რომ ამ რიგის ბოლოში მოუწევთ ჩადგომა.

.“: პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც გამოთქვა...

რ.ს.: რაც მეტი საინტერესო ფიგურა შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში, უკეთესი იქნება, მითუმეტეს პროფესიონალი ისეთ რთულ საკითხში, როგორიც ეკონომიკაა. მაგრამ ქობულიასთან  კითხის ვიშნები ჩნდება რუსეთთან დაკავშირებით. ანაკლიის და ფოთის პორტების თემებთან დაკავშირებით ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს იქ რუსეთის ფაქტორი თამაშობდა როლს, ახლაც წინ წამოწია რუსეთის თემა და ა.შ.

ასე რომ, რუსეთის საკითხი, ალბათ, დადგება ქობულიას პოლიტიკაში შემოსვლის პროცესში.