მსუბუქი სუპი თევზით

მსუბუქი სუპი თევზით

ინგრედიენტები

ხახვი - 1 თავი

სტაფილო - 1

კარტოფილი - 1-2

თეთრი თევზი - 200 გ

ორაგული - 200 გ

მარილი და პილპილი

მწვანილი

დაფნის ფოთოლი - 1

მომზადების წესები

თევზის ნაჭრები კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ ფხები და კანი. კარტოფილი დავჭრათ კუბებად, სტაფილო ჩხირებად.

2 ლიტრი მდუღარე წყალში ჩავდოთ გაფცქვნილი ხახვი და სტაფილო, ვხარშოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავამატოთ კარტოფილი და კიდევ რამდენიმე წუთი ვხარშოთ. ამის შემდეგ ფრთხილად ჩავდოთ თევზის ნაჭრები და ცოტა მარილი დავამატოთ. წამოდუღების შემდეგ თუ ქაფს წამოიღებს, მოვაცალოთ. დავამატოთ დაფნა.

ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე . ბოლოს დავამატოთ პილპილი და დაჭრილი მწვანილი, ოხრახუში ან კამა.

ბულიონის მოსამზადებლად შეგვიძლია თევზის ნარჩენები - თავი, კუდი, ფარფლები გამოვიყენოთ.