სააკაშვილის განცხადებებზე ყოფილ თანაპარტიელებს შორის კონფლიქტი გრძელდება

სააკაშვილის განცხადებებზე ყოფილ თანაპარტიელებს შორის კონფლიქტი გრძელდება

„ნაციონალურ მოძრაობაში" სხვა ღირებულებებს ხედავდით? ამ პარტიაში მართლმადიდებლებიც არიან და სხვა მრწამსის მქონე ადამიანებიც, რაც პრობლემებს არ გვიქმნის," - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის" და მანამდე „ევროპული საქართველოს" წევრი მამუკა ჩიქოვანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში რაიმე ექსტრავაგანტულსა და უჩვეულოს ვერ ხედავს. თანაც მუდმივად ამ თემაზე აპელირება და აქცენტის გაკეთება სწორად არ მიაჩნია. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ღირებულებას ყოველთვის ქართული ტრადიციები წარმოადგენდა და დღესაც ასეა;

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გიგა ბოკერიაზე გამოთქმულ მოსაზრებას, ჩიქოვანის თქმით, ამ ორ პერსონას შორის განსხვავება არსებობს და სწორედ ამაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტმა.

„განსხვავებები არის და ამაზე ილაპარაკა სააკაშვილმა; როგორც ჩანს, მუშაობის პერიოდში და ახლაც პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს მდივანს აქვთ განხვავებები, რაც ერთმაც აღიარა და მეორემაც თქვა, რომ ეს განსხვავებები არსებობს. რაიმე განსაკუთრებული და კატასტროფული მესამე პრეზიდენტს არ უთქვამს.

„რა თქმა უნდა, ტრადიციების პატივისცემა საჭიროა, ქართული ტრადიციების და არა საბჭოური ტრადიციების იმპორტი რომ ხდება ამ ხელისუფლების მხრიდან, ან მისი პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან. საბჭოურ ტრადიციებს ქართულ ტრადიციებად რომ გვასაღებენ. ქართულ ტრადიციებს გაფრთხილება სჭირდება და ამ ტრადიციებით ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ.

„რატომ არის გასაკვირი ეს განცხადება ქართულ ტრადიციებზე, დემოკრატიული ღირებულებებზე? ეს ღირებულებებიც არაერთხელ იყო მანამდე გახმოვანებული. სხვა რადიკალური პოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნამდვილად არ დაუფიქსირებია," - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა:

„უბრალოდ ცუდია, როდესაც ჩვენ, მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და წინა ხელისუფლების სხვა ლიდერებს, ერთად გვესხმოდნენ თავს პრორუსული ძალები სწორედ ამ ლოზუნგით, რომ „თქვენ ტრადიციებს ებრძვით" და ახლა, მიხეილ სააკაშვილი მათ რიტორიკას გარკვეულწილად იზიარებს, რაც ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია," - განუცხადა „ინტერპრესიუსს" კახიძემ.

ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი თავის განცხადებებში, სიტყვა „ლიბერალს" უარყოფით კონტექსტში ახსენებს. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, რომ ლიბერალური ფასეულობები, თავისუფლების იდეა და განსახვავებულის პატივისცემა ეროვნულ იდენტობას ეწინააღმდეეგება, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ყველა პრორუსული ძალა ქადაგებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან".

„მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა, ვინც ქადაგებს ამ „სვეცკური", ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს - ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ," - განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

სოციალისტი ჩემი გზავნილი საქართველოსადმი განუწყვეტლივ მტრულად მოქმედ "ევროპულ საქართველოს""!!! ბრიუსელში უკვე მეოთხედ გაიმართა ბაზრობა - სუროგატი დედები და ბავშვები ჰომოსექსუალი წყვილებისათვის! ერთი ბავშვის ფასი იწყებოდა 80 ათასი ევროდან 106 ევრომდე" !!!. აი ეს არის ევროპული ღირებულებები, საითაც მიგვერეკებიან ეს უჯიგრო ძროხის ნაშობები!
5 წლის უკან