.ხაზარაძე–ჯაფარიძის ახალი „საზოგადოებრივი მოძრაობა“ დღეს დაფუძნდება. პრეზენტაცია 12 საათზე ანაკლიაში გაიმართება. როგორც ხაზარაძე აცხადებს, 20 ივნისის ღამე იყო წყალგამყოფი და სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გაერთიანება „პროდასავლურ“ ნიშას დაიკავებს.
უკვე ცნობილია, რომ „საზოგადოებრივი მოძრაობის“ სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. გაერთიანების წევრები იქნებიან – კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი კახა კოჟორიძე. ამ დრომდე უცნობია გახდება თუ არა ამ გაერთიანების წევრი ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
ხაზარაძე ქართულ პოლიტიკაში შემოდის. „ქართული ოცების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აღვიქვამს კონკურენტად და ვერც მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოყოფდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„პოლიტიკური მოვლენების, პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.
როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ძლიერი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე უცნობია რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს მამუკა ხაზარაძე. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განმარტებით, აინტერესებს მნიშვნელოვან საკითხებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოზიციები და შემდეგ გაირკვევა, რა ტიპის პარტიასთან აქვთ საქმე. მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ არ აქვს წინასწარი აკვიატება ვინმესთან ართანამშრომლობის ან თანამშრომლობის. უგულავა ვარაუდობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ნულოვანი ბარიერის პირობებში კიდევ ბევრი პარტია შეიქმნება.
„ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ არ გვაქვს წინასწარი აკვიატება ვინმესთან ართანამშრომლობის ან თანამშრომლობის. ერთადერთი წითელი ხაზი ბუნებრივია, პრორუსული პარტიები და თვითონ „ქართული ოცნებაა“. დანარჩენი, ჩვენ ვიცნობთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს როგორც ბიზნესმენებს, მაგრამ საზოგადოებამ დღეიდან თუ ხვალიდან უნდა გაიცნონ, როგორც პოლიტიკოსები.
ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, საჭირბოროტო საკითხებზე მათი პოზიციები და შემდგომ გაირკვევა, რა ტიპის ორგანიზმთან და რა ტიპის პარტიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ წინასწარ წარმატებას ვუსურვებ იმ გაგებით, რომ რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მით უკეთესია, მაგრამ ამავე დროს, რა ფორმით იქნება, საერთოდ რა ღირებულების პარტია იქნება, ეს უკვე უნდა ვნახოთ, ალბათ, როდესაც პარტია დაიწყებს ფუნქციონირებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
რამდენი იქნება ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური წონადობა, ამას არჩევნები დაგვანახებს. თუმცა ექსპერტი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ნულპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში ხაზარაძის პარტია გარკვეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პარლამენტში. მაგრამ მისი თქმით, ხაზარაძის პარტიას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
„უწინარესად მაინტერესებს, რა და რომელი ადამიანებით დაკომპლექტდება ეს პარტია, როგორც ვატყობ მის პარტიაში პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლები იქნებიან, ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ორი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც მის პარტიაში იქნება, ხომ არ იქნება ეს „პოლიტიზირებული“ არასამთავროების პარტია? კითხვა მებადება, რომელ ოპოზიციური გრავიტაციის ცენტრში აღმოჩნდება, ხომ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი სატელიტი. ამის თქმის შესაძლებლობა ახლა ნამდვილად არ გვაქვს, ამას გვაჩვენებს დრო და შემდეგი ქმედებები, როგორც მამუკა ხაზარაძის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგელების და მათი განშტოების“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შემთხვევაში ხაზარაძე–ჯაფარიძის პარტიას საკმაოდ დიდი შანსები აქვს, რომ 6–7% მიიღოს.
„საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ მათ. სააკაშვილი არ უტევდა მათ, იმიტომ, რომ ფული სჭირდებოდა. სჭრდებოდა წამყვანი ბანკი, რომელსაც ფუსლს სთხოვდა და მიიღებდა. მას სააკაშვილთან თანამშრომლობის ნაწილში ბიოგრაფია გაფუჭებული აქვს, ორი აზრი არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ საფრთხეა მოქმედი პოლიტიკური ძალისთვის ხაზარაძის პარტია.
ვინაიდან ივანიშვილს ფული არ სჭირდება, მან თამამად შეუტია ამ ბიზნესს. ივანიშვილს ურჩევნია მაქსიმალურად მოსპოს ძალები, რომლებმაც შეიძლება დააფინანსონ ოპოზიციური ძალები. სიძულვილი ოცნების მიმართ სახეზეა, ამ ფონზე ხაზარაძე–ჯაფარიძის ალიანსს აქვს შანსი ფეხზე დადგეს, რაც მათ არ უნდოდათ. არ უნდოდათ იმიტომ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ძალით მოსული პოლიტიკოსები არიან. როგორც კი ბიზნესში დაბრუნდებიან, დაკარგავენ ინტერესს პოლიტიკის მიმართ. დღეს სხვა შანსი არ დაუტოვა „ქართულმა ოცნებამ“, გარდა იმისა, რომ პოლიტიკისგან დაიცვან თავი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
ეს პროცესი, პოლიტიკაში პ. ბურჭულაძის შემოსვლას წააგავს. მასაც ასეთივე ახალგაზრდები ყავდა გვერდით, ხოლო ყველაზე ცნობილი ფიგურა ხ. ლაგაზიძე იყო.
მთავარი განსხვავება ის არის რომ, ამათ საკმაოდ დიდი საბანკო ქსელი აქვთ, რაც მნიშვნელოვანი სამიტინგო და ელექტორალური რესურსია. მიუხედავად ამისა, ნაკლებად მოსალოდნელია 5-6%-ის ფარგლებს გასცდნენ, თუმცა პოლიტიკური ჯავშნისათვის ალბათ ესეც საკმარისი იქნება. უფრო მეტ პოლიტიკურ მიზნებზე კი ალბათ არც არავინ ფიქრობს.
აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია.... ,,კრუგზე,, ამდენ სირბილში, ხალხმა ცოტა ჭკვა ისწავლა ...ბიძომ კიდევ მთლად ბოლომდე ,,გაგვანათლა,,
სხვა ბანკებიო....სახელმწიფოვო.....
სახელმწიფო ვინ იყო?? მიხო(მახმუდი მახმუდი)...ყველა ბანკი მიშასთან იყო გარიგებული ...ხალხისგან ამოდღლეზილ ფულს შუაზე იყოფდნენ...პროცენტებიც იმიტომ იყო ძალიან დიდი*(მაშ არადა მიშა მაგათ მუქთაზე აგულავებდა) ....
მიტომ იყო აღსრულებაზე ხალხს რომ წივილ--კივილით ყრიდნენ გარეთ.
აბა ბიჭო.... ისე მუქთაზე დაახმარებდა მიშა პოლიციის ატრიადებს (ნუ.... ვინც იყვნენ)... რაც მაგათ ცოდვები აქვთ ჩადენილი ....და პარტიაააა??? ხალხი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვეს და ლუკმაპურის საძებნელად გადაიხვეწებოდნენ საქართველოდან აბა რას იზამდნენ, მშივრები ხომ არ დაიხოცებოდნენ?
თქვენი იყოს, თქვენი, ეგეც და მაგის პარტიაც ... ლომის წილია საქართველოს დაქცევაში მაგათი, ლომის წილი
.ეხლააა რომ სესხის პროცენტები ცოტა დაწიეს, თორემ ადრე თვითმკვლელობა იყო ბანკში შესვლა ...
ხელშეკრულება ნებაყოფლობითიაო.......გასაგებია რომ საქველმოქმედო ორგამიზაცია არააა, მაგრამ რაღამც მიჭირს იმიტომ უნდა მომიტყნას კეთილებიიი??
2017 წელს მარტო ორმა ბანკმა(ტბს და საქართველო) დღგს გადასახადი მილიარდ ლარამდე შეიტანაო......მოგება კიდევ ოფიციალურად 160--ა60 მილიონი ჰქონდათო..(ეგ მარტო რაც ჩვენ გვითხრეს)
პატიოსანი ბანკირი............ჰმმმმ ...... ბანკირი და პატიოსანიიიი??-------ადგილები დაიკავეთ ხაზარაძის პარტიაში ჩასაწერად, ადგილები....
ეგეც რესსპუბლიკელების ,,დონის,, იქნება...........მეფულეების გარდა, მაგათ მხოლოდ დაბოღმილი და სარგებელის მომლოდინე ეს ე.წ. პროდვინუტები მიეტმასნებიან მხოლოდ .......აი ეგ არის სუ მაგათი ბაგაჟი....
,,შარშანწინდელიც კი მახსოვსოსო,,,, ეგრეა....... ყველა მაგის ,,ბიძაშვილიც,, კიდევ სიქტიმ(ბიძოც მაგათი ჯიშისააა)