„დღეს ამომრჩევლის უპრეცედენტოდ დიდი რიცხვი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის გარეშეა დარჩენილი“

„დღეს ამომრჩევლის უპრეცედენტოდ დიდი რიცხვი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის გარეშეა დარჩენილი“

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე ცვილებებმა ოპოზიციური ძალის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა. „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში, მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარი შესაძლებლობებისგან იყო დაცლილი, მმართველმა ძალამ კოაბიტაციის გზა აირჩია, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნამ, შესაძლოა, სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენოს.

გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში დარჩებით ქუჩაში“.

საინტერესოა, როგორ იმოქმედებს სამთავრობო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ფაქტია, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერას ის პარტიებიც უცხადებენ, რომლებიც  „ქართული ოცნების“ მხარდამხარ, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ.

თუმცა, სანამ სამომავლო პერსპექტივებზე და საპარლამენტო არჩევნებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე აუცილებლად უნდა მოვისმინოთ პოლიტოლოგების შეფასება მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. სწორედ, ამ კუთხით წარიმართა ჩვენი საუბარი პოლიტოლოგ, ხათუნა ლაგაზიძესთან.

განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნა, შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ იმის ნიშნად, რომქართულმა ოცნებამკოაბიტაციზე უარი თქვა?

- დავიწყოთ იმით, რომ 2020 წლის არჩევნები, ალბათ, ყველაზე მწვავე იქნება იმათ შორის, რომლებიც აქამდე გვინახავს. და ის პროცესები, მათ შორის სასამართლო სისტემაში თუ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები, ხელისუფლების მხრიდან, არის სრული მობილიზაციის გამოცხადება არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად.

პროპორციული არჩევნების გამოცხადების შემდეგ „ოცნებამ“ აღმოაჩინა, რომ პროცესები ისე მიდიოდა, რომ არჩევნებამდე შეიძლებოდა წაეგო არჩევნები - რამდენიმე ფინანსურ ჯგუფს მოეძალა პოლიტიკური ამბიცია და ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის თუ დაფინანსების სურვილი, რის შედეგადაც ამომრჩეველს ალტერნატივები გაუჩნდებოდა; ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა; ისედაც მყიფე და მედროვეებით სავსე სახელისუფლო პარტიაში, როგორც კი ლიდერების და პოზიციების სისუსტეს იყნოსავდნენ, მაშინვე დაიწყებოდა ჩამოშლის პროცესი. ამ ვითარებაში „ოცნებას“ სხვა გზა არც ჰქონდა, ან უნდა დაეწყო რევოლუციური ცვლილებები ან უნდა აერჩია ძლიერი ხელის პოლიტიკა. ყველაფრიდან ჩანს, რომ „ოცნებაში“ ძლიერი ხელის მომხრეთა ფრთამ გაიმარჯვა. და ამით, ფაქტობრვად, ყველას აჩვენა შიგნითაც და გარეთაც, რომ „ჩვენ უბრძოლველად“ არაფერს დავთმობთ.

კოაბიტაციაზე უარის თქმის თემაც ამ სცენარის ნაწილია: შემოფანტული ამომრჩევლის სამობილიზაციოდ 2020-ში „ოცნებას“ კვალვ სჭირდება მტრის ხატი, რომლის შიშითაც ის ამორჩეველს უბნებზე მიიყვანს. „მტრის ხატის“ ძებნაში შორის წასვლა არ დასჭირვებია და 2020-შიც „ოცნება“ უკვე კარგად აპრობირებულ-გაცვეთილი - „ნაცი მოდის-მგელი მოდის“ სცენარის ამუშავებას აპირებს და პარალელურად, ახალი პოლიტიკური ძალებისთვის - ბარიერების შექმნას.

თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად სწორი იყო მმართველობის დასაწყისშიქართული ოცნებისმიერ არჩეული კურსი, რაც ითვალისწინებდა მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თანამშრომლობას?

- 2012-ში სხვა გზა უბრალოდ არ იყო. დასავლეთმა, როგორც კი აღიარა არჩევნების შედეგები, მაშინვე მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილის ხელშეუხებლობა. ბრმა რევანშს არ აყოლა და სამართლიანი სამართლის აღსრულება აუცილებელი იყო ნაცებისგან განსხვავებული, დემოკრატიული მართვის სტილისა და სახის შესაქმნელად. მართვის პირველ წლებში „ოცნებამ“ ეს შეძლო და ამით მართვის ახალ კულტურას ჩაუყარა საფუძველი. ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, არ შეიძლებოდა „ნაცებთან“ ანგარიშსწორება „ნაცებისავე“ მეთოდებით - ბევრი დასასჯელი დაისაჯა, საზოგადოების ერთი ნაწილის მეორეზე მიქსევა კი დაუშვებელი იყო.

აბა, სხვას დღეს რას ვსაყვედურობთ „ოცნებას“?! სწორედ იმას, რომ 20 ივნისს პარლამენტზე ძალისმიერი შეღწევის მცდელობის დაშლისას არათანაბარი ზომა გამოიყენა, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართაც. მოგვეწონა?! - არა. ჰოდა, ამაშია საქმე.

სხვათა შორის, რამდენადაც გახარიასთან ექსპერტების რამდენიმე შეხვედრის შედეგად შეიძლება მსჯელობა, თავად გახარია ყველაზე ნაკლებად უნდა ყოფილიყო „ძლიერი ხელის“ კურსის მომხრე. ერთი-ერთი შეხვედრისას, როცა მას ვკითხეთ, რატომ არ იღებს ხელისუფლება უფრო ხისტ ზომებს კრიმინალთან საბრძოლველად, მისი პასუხი იყო, რომ მკაცრი ხელის პოლიტიკიდან ავტორიტარიზმამდე ზღვარი ძნელი დასაცავია, ავტორიტარიზმი კი ძალიან მალე დაამთავრებს ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენი ტიპის საზოგადოებებში და ამიტომაც ის მკაცრი ხელის პოლიტიკას არ ემხრობოდა. პირადად ჩემთვის ამიტომაც დღემდე ღიად რჩება კითხვა - იყო თუ არა გახარია 20 ივნისის ავტორი? თუმცა, რადგან მას როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირს „ოცნების“ ახალი კურსის - ძლიერი ხელის - მთავარი ფიგურანტის როლი მოარგეს, მას მოუწევს ამ მძიმე ტვირთის ტარება.

სამთავრობო ცვლილებებმა ოპოზიციური ძალები კიდევ უფრო აღაშფოთა. დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან უმრავლესობაქართული ოცნებასთანერთად იბრძოდანაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ. დღეს ისინინაციონალებთანერთად ებრძვიანქართულ ოცნებას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორ დაახასიათებდით საქართველოს პოლიტიკურ კულტურას? რისთვის იბრძვიან პარტიული ლიდერები, ქვეყნის თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის?

- ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ. მართალია, დღეს პოლიტიკაში მყოფთა და შემოსვლის მსურველთა დიდი ნაწილი მართლაც „საკუთარი ბოსტნის“ შემოსაზომად იბრძვის, მაგრამ საბედნიეროდ არიან ისეთებიც, ვისაც პრინციპები და იდეალების ერთგულება ამოძრავებთ. მესმის, რომ არ უნდათ „ოცნებაც“ ნაცების გზას დაადგეს. სხვა საქმეა, რომ როცა ნაცების ლიდერების და მომხრეების ნაწილისგან, მათ შორის მედიით და სოციალური ქსელებით, გვესმის განსახვავებულად მოაზროვნეთა განადგურების მოწოდებები, მათთან ერთად დემოკრატიის აგებაზე ფიქრი თავის მოტყუება და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრის წარუმატებელი მცდელობაა. ამაზე უნდა დაფიქრდნენ პოლიტიკური ძალები.

მიუხედავად ხელისუფლებაში მყოფი ძალისადმი უკმაყოფილებისა, მოსახლეობა რადიკალურ ზომებს მაინც არ მიმართავს. როგორ ფიქრობთ, ეხმარება თუ არანაციონალური მოძრაობისცხრაწლიანი მძიმე მმართველობის გამოცდილებაქართულ ოცნებას“, რომ დიდი ხანი შეინარჩუნოს სამთავრობო ძალაუფლება?

- რა თქმა უნდა, ეხმარებოდა და მომავლშიც დაეხმარება, მანამ სანამ „ოცნება“ ისეთივე დაუნდობელ, საკუთარი მოსახლეობის წინააღდეგ მომართულ მასობრივ სადამსჯელო იარაღად არ ჩამოყალიბდება, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“. 20 ივნისს ძალის გადამეტებამ მაგიტომაც შექმნა საშიშროება, რომ „კეთილსა“ და „ბოროტ“ ხელისუფლებას შორის ის ზღვარი წაშლილიყო, რომელიც 8 წლის განმავლობაში „ოცნებას“ თავისუფალი მართვის საშუალებას აძლევდა. ჯერჯერობით, 20 ივნისის ხელწერა „ოცნებისთვის“ გამონაკლისად რჩება და არა - წესად, როგორც ეს „ნაციონალური მოძროაბის“ დროს იყო. მაგრამ „ნაციონალები“ ეცდებიან საარჩევნო წელს „ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინონ.

ერთ მხარეს გვაქვს არსებულ სახელისუფლებო ვერტიკალი უამრავი შეცდომებით, მეორე მხარესნაციონალური მოძრაობასისხლიანი და აგრესიული მმართველობის წარსულით, ასეთი მოცემულობის ფონზე, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს? პრობლემას რაში ხედავთ, „ქართული ოცნებისმმართველობის სტილში თუ ოპოზიციის უუნარობაში, საზოგადოებას შესთავაზონ ალტერნატიული, პროგრესული მმართველობის სტილი და სახელმწოფოებრივი ხედვა?

- ორივეში თანაბრად, მე ასე ვიტყოდი: „ოცნებას“ მთელი ამ წლების განმავლობაში სჭირდებოდა მეტი დინამიკა, ხალხთან მეტი ურთიერთობა, მეტი ახალი და ახალგაზრდა ლიდერი, რაც მთავარია - საზოგადოების გამაერთიანებელი და დამრაზმავი იდეა და სახელმწიფოებრივი ხედვა. და მე იმედი მქონდა, რომ ამ არჩვენების წინ მაინც იფიქრებდა „ოცნება“ რევოლუციურ, ინოვაციურ ცვლილებებზე. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე, ამდენი წლის განვალობაში, ოპოზიცია ვერ მიხვდა, რომ საზოგადოება გაიზარდა და ერთი და იგივე, მოყირჭებული სახეების, არაფრისმთქმელი რიტორიკის და მოძველებული მეთოდების აღარ სჯერა. მათ არც ეთმობათ პოლიტიკური სივრცე ახალი სახეებისთვის, თავად კი ინტელექტუალურად გაცვდნენ. ამიტომაც არის დღეს ამომრჩევლის უპრეცედენტოდ დიდი რიცხვი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის გარეშე დარჩენილი.

რაც შეეხება „ოცნებას“, მისთვის არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი ძალიან რთული გამოწვევაა. მხოლოდ ძლიერი ხელის კურსი არ იქნება საკმარისი არჩევნებზე ხელშესახები შედეგის მისაღებად, მით უფრო მაშინ, როცა დასავლეთი, აშშ ამ კურსს მხარს არ დაუჭერს და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა 9-10 სექტემბერს თბილისში გამართულ ტრადიციულ, ძალზედ საინტერესო და წარმომადგენლობით კონფერენციაზე, რომელსაც ამერიკული „მაკკეინის ინსტიტუტი“ და ქართული „ეკონნომიკური კვლევის ცენტრი“ ატარებენ. კონფერენციაზე, რომლის ძირითადი თემა ანაკლიის პორტი და მომავალი არჩევნები იყო, ნათლად ითქვა, რომ ამერიკა არ მიესალმება წინასაარჩევნოდ მედიის ან პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვის მცდელობებს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა მასშტაბით ამერიკის „ნასა“-ს პროექტს შეადარეს ანუ ასეთივე მასშტაბის გარღვევა იქნება საქართველოსთვისო და ირიბად ნატოში შესვლის ერთ-ერთ პირობადაც კი წარმოაჩინეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება პოზიტიური საარჩევნო კამპანია და მართლაც მნიშნელოვანი გარღვევები რამდენიმე მიმართულებით მაინც, მათ შორის კორუფციასთან მასობრივი და მასშტაბური ბრძოლის კამპანიის და სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გაცემული დაპირებების შესრულების დაწყება, მათ შორის, თავდაცვის მიმართულებით. მე მიმაჩნია, რომ თუ რაიმე პოზიტიური მოვისმინეთ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ერთ-ერთი მნიშნელოვანი მათ შორის ღარიბაშვილის განცხადებები იყო სამხედრო-პატრიოტული აღზრდის, სამხედრო რეზერვის თუ სამხედრო წარმოების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ ინიციატივებს დახვეწა ესაჭიროება, მაგრამ სწორედ ამგვარი ინიციატივები და ნაბიჯები იყო „ნაციონალების“ დროს თავმოწონების ეთ-ერთი საფუძველი.

 დაბოლოს, თეორიულად რომ დავუშვათ ხელისუფლების სათავეშინაციონალური მოძრაობისდაბრუნება, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენათა შემდგომი განვითარება?

- „ნაციონალების“ ზოგიერთი ლიდერის თუ მხარდამჭერის განცხადებებს თუ მივყვებით, ისეთი უკიდეგანო აგრესიით, ბოღმით და დაუნდობლობით არის სავსე განსხვავებული აზრის მიმართ, რომ ტანში გაგცრავს მათ ხელში ძალაუფლებას რომ წარმოიდგენ. ამდენი წლის მანძლზე ვერ გაიაზრეს რა იყო მათი მთავარი შეცდომა თუ დანაშაული. ამას ხომ ხალხი გრძნობს და სწორედ, მათ წინაშე შიში ინარჩუნებს „ოცნებას“ ხელისუფლებაში. ამიტომაც, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რეალურია.

გამოსავალი ახალი პოლიტიკური ძალების ასპარეზზე გამოსვლაშია, რომლებიც იმედისმომცემ ალტერნატივებს შესთავაზებენ ამომრჩევლებს და დაასრულებენ ერთპარტიული მმართველობის 25 წლიან ეპოქას საქართველოში.

სოციალისტი არ არის უფავორიტოდ დარჩენილი. პატრიოტთა ალიანსი უპირობოდ ფავორიტია.
5 წლის უკან
Maverick ეს ლაგაზიძე სულ მთლად აქოთდა, მიშმაკის მიმდევარი გახდა, ამის ლიბერასტობას უკვე პულსი არ მოეძებნება, სულს ღაფავს!

მიშმაკს გაასწრო მიუნჰაუზენობაში!
1."რამდენიმე ფინანსურ ჯგუფს მოეძალა პოლიტიკური ამბიცია და ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის თუ დაფინანსების სურვილი, რის შედეგადაც ამომრჩეველს ალტერნატივები გაუჩნდებოდა?!
2. "ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა"... გამოდის არა ჩემი ეხები, იგივე მიხუილოს სატელიტების, 0%-ნი ფულზე ამძუვნებული ბოზბანდის მეძავთა შნირები არიან!
3. "ამ ვითარებაში „ოცნებას“ სხვა გზა არც ჰქონდა, ან უნდა დაეწყო რევოლუციური ცვლილებები ან უნდა აერჩია ძლიერი ხელის პოლიტიკა. ყველაფრიდან ჩანს, რომ „ოცნებაში“ ძლიერი ხელის მომხრეთა ფრთამ გაიმარჯვა. და ამით, ფაქტობრვად, ყველას აჩვენა შიგნითაც და გარეთაც, რომ „ჩვენ უბრძოლველად“ არაფერს დავთმობთ". ეს ქ-ნი მგონი ხუხას ბიძაშვილია, ხუხიზმებს კარგად იყენებს, ახლა გავჩერდები, მეტს აღარ წავიკითხავ, მხოლოდ მის ამ ხუხიზმს გავცემ პასუხს. თქვენ რომ ასე გამწარებული ტლიკინებთ სად ჩანს მაგარი ხელი, სად წაგავლეს? მაგარი ხელი კი არა გახარიას ვერ იტანთ, კარგად რომ შეგისწავლათ, ამღვრეულ წყალში საშოვარი რომ არ შეგათქვლეფინათ და ქუჩაში ახუნტრუცების საშუალება არ მოგცათ, თქვენ გაგადექი, გადადექის ძახილი ერთ ყურში რომ შეუშვა და მეორედან გამოუშვა, ქვეყანა რომ არ ამოგატრიელებინათ და კიდევ ერთხელ წაღმა-უკუღმა გეხმარათ!!!
5 წლის უკან
Maverick შესწორება!
ეს ლაგაზიძე სულ მთლად აქოთდა, მიშმაკის მიმდევარი გახდა, ამის ლიბერასტობას უკვე პულსი არ მოეძებნება, სულს ღაფავს!

მიშმაკს გაასწრო მიუნჰაუზენობაში!
1."რამდენიმე ფინანსურ ჯგუფს მოეძალა პოლიტიკური ამბიცია და ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის თუ დაფინანსების სურვილი, რის შედეგადაც ამომრჩეველს ალტერნატივები გაუჩნდებოდა?! უკაცრავად, მევახშე ხაზარაძეს ხომ არ გულისხმობთ, ჰაააააა?!
2. "ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა"... გამოდის არა ჩემი ფეხები, იგივე მიხუილოს სატელიტების, 0%-ნი ფულზე ამძუვნებული ბოზბანდის მეძავთა შნირები არიან!
3. "ამ ვითარებაში „ოცნებას“ სხვა გზა არც ჰქონდა, ან უნდა დაეწყო რევოლუციური ცვლილებები ან უნდა აერჩია ძლიერი ხელის პოლიტიკა. ყველაფრიდან ჩანს, რომ „ოცნებაში“ ძლიერი ხელის მომხრეთა ფრთამ გაიმარჯვა. და ამით, ფაქტობრვად, ყველას აჩვენა შიგნითაც და გარეთაც, რომ „ჩვენ უბრძოლველად“ არაფერს დავთმობთ". ეს ქ-ნი მგონი ხუხას ბიძაშვილია, ხუხიზმებს კარგად იყენებს, ახლა გავჩერდები, მეტს აღარ წავიკითხავ, მხოლოდ მის ამ ხუხიზმს გავცემ პასუხს.
თქვენ რომ ასე გამწარებული ტლიკინებთ სად ჩანს მაგარი ხელი, სად წაგავლეს? მაგარი ხელი კი არა გახარიას ვერ იტანთ, კარგად რომ შეგისწავლათ, ამღვრეულ წყალში საშოვარი რომ არ შეგათქვლეფინათ და ქუჩაში ახუნტრუცების საშუალება არ მოგცათ, თქვენ გაგადექი, გადადექის ძახილი ერთ ყურში რომ შეუშვა და მეორედან გამოუშვა, ქვეყანა რომ არ ამოგატრიელებინათ, არ მოგცათ საშუალება კიდევ ერთხელ წაღმა-უკუღმა რომ გეხმარათ!!!
5 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემულო თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტებო!!! ბატონებო და ქალბატონებო!!! დაოკდით. თქვენზე ბევრად უფრო კომპეტენტური და გონიერი საზოგადოება იკრიბება ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ ბაღ-პარკებში და ნებისმიერი სოფლის ნებისმიერ ბირჟაზე. საზოგადოება თქვენი დემაგოგიის გარეშე ბევრად უფრო სწორ ანალიზს აკეთებს და არჩევანსაც თვითონ გააკეთებს...
5 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემულო თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტებო!!! ბატონებო და ქალბატონებო!!! დაოკდით. თქვენზე ბევრად უფრო კომპეტენტური და გონიერი საზოგადოება იკრიბება ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ ბაღ-პარკებში და ნებისმიერი სოფლის ნებისმიერ ბირჟაზე. საზოგადოება თქვენი დემაგოგიის გარეშე ბევრად უფრო სწორ ანალიზს აკეთებს და არჩევანსაც თვითონ გააკეთებს...
5 წლის უკან