"თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში თუ პოლიტიკურ პარტიაში ბევრი ცნობილი სახე გაერთიანედება. მათ შორის ერთერთი, სავარაუდოდ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულიაა.
ყოფილმა მინისტრმა “2020NEWS”-თან აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავა და არც მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით ისურვა კომენტარის გაკეთება.
- ბატონო გიორგი, არსებული ინფორმაციით, თქვენ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების პოლიტიკურ პარტიაში გეგმავთ გაერთიანებას. გვიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას?
-ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავეკეთებ. ვერ დაგიდასტურებთ.
- ამჟამად ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კონსულტაციებს ხომ არ აწარმოებთ?
- ვერანაიარდ ვერ დაგიდასტურებთ.
- რას ფიქრობთ ახალ მოძრაობაზე, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აფუძნებენ? ის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება?
-არ ვიცი, ვერ შევაფასებ ამ მომენტში.
- რატომ იკავებთ თავს შეფასებისგან?
- მაქვს მიზეზები და ვიკავებ თავს, ჯერჯერობით, ყველანაირი მიმართულებით ამ საკითხზე.
- პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ? დაახლოებით, ოთხი თვის წინ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხეთ.
- ზუსტად არ არის გადაწყვეტილი. როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებ, ყველას ეცოდინება ამის შესახებ. ჯერჯერობით, ბოლომდე არ გადამიწყეტია.
ცნობისთვის, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საზოგადოებრივ მოძრაობსა 12 სექტემბერს დააფუძნებენ.
ბანკის დამფუძნებლებთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ინფორმაცია “2020NEWS“-ს დაუდასტურა.