„თუ ხაჯიმბა მართალი აღმოჩნდება, არა მგონია, რომ დაძაბულობამ შუქცევადი ხასიათი მიიღოს, მაგრამ თუ საზოგადოებაში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა და ხაჯიმბას გაყალბება, ხმების მითვისება ან სასამართლოზე ზემოქმედება დაუმტკიცდა, მაშინ დაძაბულობამ შესაძლოა პერმანენტული ხასიათი მიიღოს."-ასე ეხმიანება „რეზონანსთან"კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდებტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ მის ოპონენტს რაულ ხაჯიმბას გამარჯვებას არ სცნობს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ე.წ. საპრეზიდებტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებს შორის განსხვავება 2%-იც არაა, რაც კვიცინიას მომხრეებს შდეგების გაპროტესტების კიდევ უფრო დიდ საბაბს აძლევს, ისინი საარჩევნო შტაბთან არიან შეკრებილები.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ღია ფორმით ჩატარდა, მისვე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტით ნახოს თუ როგორაა ხმები გადანაწილებული.
„მათ შორის განსხვავება 2%-იც არაა , ამ ფონზე რა თქმა უნდა, დამარცხებული მხარისათვის ეჭვებს იწვევს შედეგების სისწორე, ეს ე.წ. არჩევნები ჩატარდა საკმაოდ საჯაროდ, ანუ ყველა პროცენტი იქნა სკალილებური და ინტერნეტში დადებული, ასე რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეამოწმოს თუ როგორ არის ხმები გადანაწილებული.
„აქედან გამომდინარე, თუ ოფიციალური და არაოფიციალური დათვლით დამტკიცდება, რომ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, მაშინ კვიცინიას მომხრეებმა გნებავთ სასამართლოში იჩივლონ, გნებავთ სხვა ფორმით, წარმატებას ვერ მიაღწევენ, მთავარია, მათ დაამტკიცონ, რომ არასწორადაა დათვლილი ხმები, ან გაყალბებულია, რაც ჯერჯერობით ეს ფაქტი არ ჩანს.
„კვიცინიას მომხრეების პრეტენზია გასაგებია, მაგრამ, თუ მათ მტკიცებულებები არ მოიტანეს, ეჭვი მეპარება, რომ საზოგადოება ქუჩაში გამოჰყვეს, თუმცა საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები მიიღეს, თუ ეს ხალხი ქუჩაში გამოვა, რა თქმა უნდა შესაძლოა დესტაბილიზაცია მოხდეს და თუ მათ მოინდომეს შეიძლება დაძაბულობა გაიზარდოს, ვერ ვიტყვი, რომ დაძაბულობა მოსალოდნელი არაა.
„ალხას კვიცინია დიდი ხანია საზოგადოების ყურადღების ქვეშაა და არასდროს კორუმპირებული არ ყოფილა, ჩინოვნიკმა, რომ თავიდან კორუმპირებულობა აიცილოს, ასეთი შემთხვევა ძალიან ცოტაა, ოპონენტებმა კვიცინიას ვერანაირი კორფციული ბრალდება ვერ უპოვეს, იგი კორუფციისაგან სუფთაა და ეს ამომრჩევლისათვის ძალიან მიმზიდველი იყო და იმედი მიეცათ, რომ იგი კორუფციას შეებრძოლებოდა.
„ხაჯიმბა არა თუ კორუფციას შეებრძოლა, არამედ პირიქით, საზოგადოების თვალში კორუფციული ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა, ამ ვითარების ფონზე კვიცინიას მომხრეები მასში სწორედ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლს ხედავდნენ, ხოლო, რაულ ხაჯიმბას მომხრეებში გასაგებია ის, რომ ხაჯიმბამ კარგად დაალაგა რუსეთთან ურთიერთობები და ამ ურთიერთობების დალაგებით, ის ცდილობს სტაბილურობა შექმნას აფხაზეთში, ანუ ეს არის ხაჯიმბას მომხრეების არგუმენტი.
„თუმცა კვიცინიას არანაირად არ გამოუჩენია ანტირუსული მიმართულება, ისიც პრორუსული იქნებოდა, მაგრამ ხაჯიმბა უკვე შემოწმებული პრორუსული ძალაა და ამიტომ საზოგადოების ნაწილი მას ამ მიმართულებით მხარში უდგას. კვიცინიას გამარჯვების შემთხვევაში ხაჯიმბას მომხრეები თვლიან და ეშინიათ, რომ შეიძლება რუსეთმა შეცვალოს პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ."-თქვა მან.
მისივე თქმით, თუ კვიცინია სასამართლოს ენდობა და სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი, იგი უნდა დაემორჩილოს.
„რამდენიმეჯერ კიდევ დაითვლიან ამ ხმებს თუ 100%-იანი დარწმუნდებიან, რომ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, მაშინ საზოგადოება ქუჩაში არ გამოვა, ან კვიცინია თუ სასამართლოში იჩივლებს ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ენდობა და თუ ენდობა და სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტიება, მაშინ უნდა დაემორჩილოს,
„თუ იგი სასამართლოს მიმართ ნდობას არ გამოხატავს, ამით კიდევ უფრო მეტად შესუსტდება მისი პოზიციები და საზოგადოებას გარეთ ვერ გამოიყვანს იმიტომ, რომ საზოგადოება ეტყვის, „შენ ხომ სასამართლოს იმედი გქონდა და სასამართლოში შეიტანე საქმე, სასამართლომ კი თქვა, რომ შენ მართალი არ ხარ," ამიტომ ამ ფორმით შესაძლოა დამშიდდეს ვითარება.
„ძნელი სათქმელია, თუ კვიცინიას მომხრეებისთვის რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება სასამართლო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოება მკაფიოდ გახლეჩილია შუაში 50-50-ზე და აქედან გამომდინარე ბუნებრივია დაძაბულობა შესაძლოა გაიზარდოს, რაც არავის ინტერესებში არაა, აფხაზეთში დაძაბულობა არც რუსეთს და არც ერთ მხარეს არ აწყობს.
„დაძაბულობის შედეგი სამოქალაქო დაპირისპირება იქნება,თუ ხაჯიმბა მართალი აღმოჩნდება, არა მგონია, რომ დაძაბულობამ შუქცევადი ხასიათი მიიღოს, მაგრამ თუ საზოგადოებაში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა და ხაჯიმბას გაყალბება,ხმების მითვისება ან სასამართლოზე ზემოქმედება დაუმტკიცდა, მაშინ დაძაბულობამ შესაძლოა პერმანენტული ხასიათი მიიღოს და შესაძლოა ამას მოჰყვეს ნებისმიერი შედეგი მათ შორის რაც თავის დროზე ანქვაბს მოუვიდა, თუმცა ჯერ ამის პირი არ ჩანს ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
შეგახსენებთ,რომ ე.წ. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მოქმედმა „პრეზიდენტმა" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა - 46,19%. „ყველას წინააღმდეგ" 3154 ხმა (თითქმის 4%) იქნა მიცემული. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე ამომრჩევლების 65,98% (83 883 ადამიანმა) მიიღო.