მალე ხალხი ქუჩაში გამოვა და მასობრივი გამოსვლები დაიწყება

მალე ხალხი ქუჩაში გამოვა და მასობრივი გამოსვლები დაიწყება

“საზოგადოება არ გადაყლაპავს ახალი მთავრობის უნაუმოსობას. დაიწყება მასობრივი გამოსვლები, რაც შეასაძლებლობას მისცემს ივანიშვილს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვნები გამოაცხადოს, რათა ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს“, - ამის შესახებ “2020NEWS“ -თან იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში“ არ მოიძებნება დეპუტატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 20 კაციანი სიის შესაძლო დამტკიცების გამო, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

- ქალბატონო ლია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მსურველთა 20 კაციანი სია გადაუგზავნა, რომელთა შორის წინა სადავო ათკაციანი სიიდან ხუთი კანდიდატი მოხვდა. თქვენი მოსაზრებით, პარლამენტი 20 კაციან სიას სრულად დამტკიცებს?

-არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პარლამენტი ამ 20-კაციან სიას ყოველგვარი შეკითხვების გარეშე დაამტკიცებს, იმის მიუხედავად, რომ სიაში ყველა კანდიდატი სერიოზულად დასაწუნებელია. განვითარებული პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ მმართველ პარტიას რევანშისტული გაწყობა აქვს არა ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მიმართ.

- “ქართული ოცნებისყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი სიის გამო, უმრავლესობის დატოვებას რამდენიმე დეპუტატი აპირებს. მმართველ პარტიაში ასეთი გადაწყვეტილების მიმღები დეპუტატი მოიძებნება?

- სიმართლე გითხრათ, არ მოველი, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატი 20-კაციანი სიის გამო უმარვლესობას დატოვებს. მაქსიმუმ რასაც მოველი არის ის, რომ ზოგმა დეპუტატმა, შესაძლოა, მონაწილება არ მიიღოს კენჭისყრაში. გუშინდელი მთავრობისა და პრემიერის დამტკიცების შემდეგ, არამგონია, რომ “ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატს პარტიიდან წასვლის გამბედაობა ეყოს.

- თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეებს, რომლებიც ადრე უკანონო განაჩენები გამოჰქონდათ, გამოსწორების საშუალება უნდა მივცეთ. ღარიბაშვილის განცხადება სასამართლო სისტემაში შერჩევით სამართალს ამხელს თუ საკითხისადმი კომპეტენტურ მიდგომაზე მეტყველებს ?

- ირაკლი ღარიბაშვილი ირიბად ამბობს, რომ სასამართლოში შერჩევითი სამართალია. ის ავლენს ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ. კობახიძემ თქვა, მოსამართლეები ახლა ადრინდელისგან განსხვავებით, კარგ საქმეებს ჩადიანო, ეს სასაცილოც აღარ არის.

- ნულპროცენტიანი/ბუნებრივი ბარიერის პირობეში 2020 წლისთვის, სავარაუდოდ, კოალიციურ მთავრობას მივიღებთ. ასეთ ფონზე, რა აუცილებლობას წარმოადგენდა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სამთავრობო ცვლილებების განხორციელება?

- ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნებამდე დაცდა არ მოგვიწევს, რადგან ყველა ნიშნით ვხედავ, რომ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული კონფრონტაცია ხალხში რეალურ აღშფოთებას გამოიწვევს. საზოგადოება არ გადაყლაპავს ახალი მთავრობის უნაუმოსობას, დაიწყება მასობრივი გამოსვლები, რაც შეასაძლებლობას მისცემს ივანიშვილს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს, რათა ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს.

- ბიძინა ივანიშვილს რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდოდეს, ამ დრომდე არ დანიშნავდა? ხელოვნური ბარიერების შექმნა ამ დრომდეც შეეძლო და ბუნებრივია, ახლაც შეუძლია.

- საერთოდ, ბიძინა ვანიშვილი უცნაური გეგმით მოქმედებს. ფაქტია, ფასების ყველაფერზე საშინლად გაძვირება და შემოსავლების იგივე დონეზე დარჩენა საზოგადოებას შიშს უქადის. ადამიანები, რომლებსაც არ ექნებათ ფული და პროდუქტი, ქუჩაში გამოვლენ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოთხოვნებითაც, ეს გარდაუვალია, მერწმუნეთ!