როგორ მოვხარშოთ სიმინდი 10 წუთში – დაუმატეთ ქვაბში მხოლოდ 2 ინგრედიენტი!

როგორ მოვხარშოთ სიმინდი 10 წუთში – დაუმატეთ ქვაბში მხოლოდ 2 ინგრედიენტი!

ვის არ უყვარს მოხარშული სიმინდი? მაგრამ საათობით მისი ხარშვა ცოტა მოსაბერზებელია. სეზონი ახლოვდება და ზუსტად ის დროა, რაღაც განსაკუთრებული ვისწავლოთ. იმისათვის, რომ სიმინდი მალე მოიხარშოს, იყოს რბილი და წვნიანი, მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას.

ინგრედიენტები

კარაქი - 50 გ

რძე - 1 ჭიქა

წყალი

სიმინდი - 5 ტარო

მარილი

ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

დაამტვრიეთ ტარო შუაზე, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ სიმინდი მთლიანად დაფაროს. დადგით ცეცხლზე.

როცა წყალი ადუღდება, ჩაუმატეთ რძე და კარაქი.

კვლავ აადუღეთ და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.

მზად არის! ამის შემდეგ საათობით სიმინდის ხარშვა აღარ მოგიწევთ! ამ ხრიკის მეშვეობით 10 წუთში მოხარშავთ სიმინდს და ამასთან ტაროებს საოცარ არომატს შესძენთ. მოაყარეთ მოხარშულ სიმინდს მარილი და მოაწურეთ ლიმონი. გვერწმუნეთ, ამაზე გემრიელს ვერაფერს გასინჯავთ!