ჩვენ "MEGOBARI აქტი" გვჭირდება! - აცხადებს შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე. კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 250 დღის განმავლობაში, ქართველი ხალხი ანტიამერიკული "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პროტესტს განაგრძობს.
პასუხად "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯო უილსონს ფინანსური ინტერესი აქვს და ეს ფარა-ს დოკუმენტაციამაც დაადასტურა. საპარლამენტო უმრავლესობა კონგრესმენის ლობისტურ საქმიანობას უკავშირებს მეგობარი აქტის მიღების სურვილს და მხარდაჭერას.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის გაცხადებთ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია "მეგობარ აქტში" ნახსენებს სულისკვეთებას არ იზიარებს, ამიტომ "ქართულ ოცნებას" პოზიტიური მოლოდინი აქვს.
"მისდევენ იმ აბსურდულ გეგმას, რომელსაც ჰქვია ჩავარდნილი რევოლუცია, "რეჟიმჩ ეიჯინგი" არ გამოუვიდათ და ახლა კვლავ ცდილობენ, ასეთი განცხადებებით ესკალაციის მუხტი რამენაირად შეინარჩუნონ.
გარკვეული ლობისტური ჯგუფები მაინც ლობირებენ, რომ ის პოლიტიკა გაიტანონ, რა პოლიტიკაც "მეგობარ აქტში" არის ასახული.
აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა შიგნით მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, ანუ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, არ ეთანხმება "მეგობარი აქტის" შინაარს, სულისკვეთებას და ალბათ ფიქრობს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში, მან პოლიტიკა სხვა მოცემულობებზე დაყრდნობით შეიმუშაოს.
დაველოდოთ, როგორც აღვნიშნე, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.