კამბოჯაში გამოქვაბულებს შორის გაჭედილი კაცი 4 დღის შემდეგ იპოვეს

კამბოჯაში გამოქვაბულებს შორის გაჭედილი კაცი 4 დღის შემდეგ იპოვეს

კამბოჯელი კაცი, რომელიც 4 დღე გამოქვაბულებს შორის იყო გაჭედილი, მაშველებმა გადაარჩინეს. - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 28 წლის კაცი  სანათის აღებას ცდილობდა, რა დროსაც, გამოქვაბულის კედლებში გაიჭედა. ამ ინციდენტიდან მხოლოდ 4 დღის შემდეგ იპოვეს, როდესაც მისმა ოჯახის წევრებმა ძებნა დაიწყეს. 10-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ის გამოქვაბულიდან გამოიყვანეს.

სუმ ბორა მეგობარმა გამოქვაბულში იპოვა და მაშველებიც დროულად მივიდნენ, თუმცა მისი ამოყვანა მალევე ვერ მოხერხდა, გამოქვაბულის სივიწროვიდან გამომდინარე. მის გადასარჩენად 200 მაშველი იყო მობილიზებული, ასევე დაიხმარეს ვერტმფრენი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეუღლის ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის, მკერდისა და მუხლის არეში აქვს. "გადარჩენის იმედი დაკარგული მქონდა, დანა თან რომ მქონოდა, თავს მოვიკლავდი",- განუცხადა ბორამ ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას.

სუმ ბორამ კამბოჯას პრემიერმინისტრ ხუნ სენს 2500 დოლარის დონაციისთვის მადლობა გადაუხადა.

ინციდენტი ჩაკრას მთებში მოხდა. კამბოჯას პოლიციის თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ჩაკრას მთებში მთამსვლელობა აიკრძალა.