ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ USA News-ი წერს.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნეს ანტალიის, მუგლას, ისპატასა და ბურდურში.
თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იქ 1999 წელს მოხდა: 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მაშინ 17 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.