დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის მეთაურმა Twitter-ზე გააკეთა.
„ვიცი, მაკრონს სიკეთე სურს, მაგრამ არავის აქვს უფლება ისაუბროს შეერთებული შტატების სახელით“, - დაწერა ტრამპმა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ თეირანი ვაშინგტონთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს იღებს მათგან, ვინც აშშ-ის სახელით საუბრობს, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონისგან.
უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს ტრამპი, რადგან თეთრ სახლში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. თუმცა სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შესაძლოა ტრამპის უკმაყოფილება მანამდე გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით მაკრონმა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აგვისტოში დაგეგმილ დიდი შვიდიანის სამიტზე მოიწვია აშშ-ის პრეზიდენტთან შესახვედრად. ოფიციალური პარიზი ამას უარყოფს.
2018 წლის მაისში აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. მას შემდეგ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.