მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შეიარაღებული პირები ქვეყნის ზარაფხანის მთავარ მაღაზიას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Televisa ავრცელებს.
ბოროტმოქმედებმა მაღაზიიდან ოქროსა და ვერცხლის მონეტები და ძვირფასი ქვებით გაწყობილი საათები წაიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მოპარული ქონების ღირებულება 3 მილიონ დოლარს აღწევს.
თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. ბოროტმოქმედებმა შემთხვევის ადგილი მოტოციკლებით დატოვეს. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.