მექსიკაში ცოლის მკვლელობისთვის ძებნილი მილიონერი დააკავეს

მექსიკაში ცოლის მკვლელობისთვის ძებნილი მილიონერი დააკავეს

ოთხწლიანი ძებნის შემდეგ 55 წლის ბრიტანელი მილიონერი პიტერ ჩედვიკი მექსიკაში დააკავეს, - წერს BBC. ის მექსიკიდან აშშ-ში გადაიყვანეს, რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

გამოცემის ცნობით, კაცი 2015 წელს მიიმალა, მას შემდეგ რაც სასამართლოში დაიბარეს. ჩედვიკი აშშ-ის მოქალაქეა. ის პოლიციამ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე იპოვა, მას შემდეგ რაც $100 000 ჯილდო გამოაცხადა.

2012 წელს ჩედვიკმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი ცოლი კუი ჩუ მოკლა ხელოსანმა, შემდეგ კი ის მძევლად აიყვანა მათ სახლში ნიუპორტ-ბიჩზე. ასევე მან განაცხადა რომ მკვლელმა ის აიძულა ცოლის ცხედარი მექსიკაში გადაეტანა და გადაეგდო. მოგვიანებით, პოლიციამ ჩედვიკი მექსიკაში იპოვა, სადაც მან მილიონობით დოლარი იშოვა. კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ექსპერტიზამ ქალის კისერზე ნაჩხაპნი და მის ფრჩხილებში ჩარჩენილი სისხლი შეისწავლა.