ფილიპინების პრეზიდენტის თქმით, მზად არის ნარკობარონებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, თავი მოაჭრას და ამისთვის ციხეში მოხვედრის არ ეშინია. ამის შესახებ Manila Bulletin-ი წერს.
როდრიგო დუტერტეს თქმით, ის ვერ იტანს კორუფციასა და ნარკოტიკებს. „თუ შენ ნარკობარონი ხარ, არა აქვს მნიშვნელობა ჩინელი ხარ თუ მალაიზელი, თავს მოგაჭრი"- განაცხადა ფილიპინების ლიდერმა.
მისივე თქმით, ის არ განიცდის იმაზე, თუ ამ საქციელისთვის ციხეში ჩასვამენ. მანამდე დუტერტე ნარკომოვაჭრეებთან კავშირში შემჩნეულ პოლიციელებს კასტრაციით დაემუქრა.
2016 წელს დუტერტემ ფილიპინებზე ნარკოტიკების წინააღმდეგ დიდი კამპანია დაიწყო. პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული 3000-ზე მეტი ადამიანი სასამართლოს გარეშე დასაჯეს, რასაც გაერო-ს მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა.