Reuters-ის ინფორმაცით, ინდოეთის დასავლეთით, მაჰარაშტრას შტატში წყალდიდობას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. შტატში მცხოვრები 140,000-ზე მეტი მოქალაქე კი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
რეგიონში მდინარეები მას შემდეგ ადიდდა, რაც ძლიერი წვიმების დროს დაგროვილი წყალი კაშხლებიდან გაათავისუფლეს. “რეზერვუარები სავსეა, თუ ისევ იწვიმებს, არჩევანი არ გვექნება და მდინარეებში წყლის გაშვება მოგვიწევს", - განაცხადა პურის რეგიონის წარმომადგენელმა დიპაკ მაისკარმა.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ ინდოეთში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. წყალდიდობისგან დაზარალებულ უბნებში კი არსებული სკოლებსა და კოლეჯებში სწავლა მომავალ კვირამდე შეწყვეტილია.