ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის სახლზე შტურმის დროს 1 სპეცრაზმელი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უწყების ცნობით, ალმაზბეკ ატამბაევის სახლზე შტურმისას სულ 35 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 ძალოვანი უწყების თანამშრომელია.
ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ადგილობრივი ტელეარხიის ცნობით, ატამბაევის სახლთან მისი 400-ზე მეტი მხარდამჭერია შეკრებილი, რომლებიც სპეცრაზმს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. მოგვიანებით მათ ჭიშკრიდან შესვლა მოახერხეს.
ამასთან, გადაკეტილი გზის გამო იქ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მიდის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეზიდენციის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს: ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანს 2011-2017 წლებში მართავდა.