საბერძნეთის პოლიციამ ბრიტანელი მეცნიერის ნატალი კრისტოფერის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანელი მეცნიერის ცხედარს კუნძულ იკარიაზე, ხევში მიაგნეს. ხელისუფლება ნატალი კროსტოფერის სიკვდილის გარემოების დადგენას ელის.
პოლიციამ მეცნიერის გაუჩინარების შესახებ 5 აგვისტოს მისი მეგობარი კაცისგან შეიტყო. წყვილი სასტუმროში ცხოვრობდა და კვიპროსზე გაფრენას აპირებდა.
„როდესაც გავიღვიძე, ის უკვე ოთახში აღარ იყო, დავურეკე და მითხრა, რომ სავარჯიშოდ წავიდა“, - იხსენებს მეცნიერის მეგობარი.