„ასეთი უუნარო ხელისუფლება და პროკურორები რომ არ გვყავდეს, ოქრუაშვილი არის ოქროს მოწმე და ის უსაფრთხო ადგილას უნდა ჰყავდეთ გადამალული“

„ასეთი უუნარო ხელისუფლება და პროკურორები რომ არ გვყავდეს, ოქრუაშვილი არის ოქროს მოწმე და ის უსაფრთხო ადგილას უნდა ჰყავდეთ გადამალული“

„რეზონანსი“

"რასაც ოქრუაშვილი ყვება, ეს არის აისბერგის წვერი. იგი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 2004-2007 წლებში ოქრუაშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერშიფი, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია თუ სხვები, ამიტომ ოქრუაშვილის რანგის მოწმე დიდი ხანი აღარ გამოჩნდება; ის არის ოქროს მოწმე და ამ ხელისუფლების ადგილზე უსაფრთხო ადგილას გადავმალავდი," - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.

კახა კუკავა: "ნაციონალური მოძრაობა" ეს იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ოქრუაშვილი, როგორც მნიშვნელოვანი მოწმე, სწორად აჩვენებს, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორც იხდიდნენ ბიზნესმენები თუ ყოფილი მაღლაჩინოსნები ფულს უსაფრთხებისთვის "დემოკრატიული მმართველობის" დროს. როგორ გაიხსნა "კოზა ნოსტრას" საქმე, როცა მისი წევრები ალაპარაკდენენ. ამიტომ, ჩვენ რომ ასეთი უუნარო ხელისუფლება და პროკურორები არ გვყავდეს, ოქრუაშვილი არის ოქროს მოწმე და ის უსაფრთხო ადგილას უნდა ჰყავდეთ გადამალული, მის ჩვენებებზე კი 10 კრიმინალი უკვე დაკავებული უნდა იყოს.

მე პირადად მნიშვნელოვან დანაშაულებებზე ჩვენებების მიცემისთვის ოქრუაშვილის მიმართ ამნისტიას გამოვაცხადებდი; რასაც ოქრუაშვილი ყვება, ეს არის აისბერგის წვერი, იგი გაცილებით მეტ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს "ნაციონალების" მიერ ჩადანილი დანაშაულის შესახებ. ოქრუაშვილი 2004-2007 წლებში იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერშიფი, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია თუ სხვა. აქვს ინფორმაციები როგორ ჟვანიას და პატრაკაციშვილის გარდაცვალების, ასევე, სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ოქრუაშვილის რანგის მოწმე დიდი ხანი აღარ გამოჩნდება.

რაც შეეხება მის განცხადებებს, რას ცდილობს ამით ოქრუაშვილი, ცალსახად საუბარი, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან როგორც ჩანს, არც მას იცნობენ და არც "ნაციონალებს", მე კი ორივეს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. ამიტომ ამ განცხადებების პრეისტორიაც უნდა გავიხსენოთ. ოქრუაშვილს და მის გვერდით მდგომ ადამიანებს, ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აქვთ სამართლიანი წყენა.

მათ ძალიან მძიმე რამეები გადაიტანეს. ოქრუაშვილმა დაუდო საფუძველი სააკაშვილის რეჟიმის ნგრევას. შემდეგ დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააქციეს, 2012 წელს როცა დაბრუნდა, რა იარლიყი აღარ მიაკერეს. ეს მებრძოლი ადამიანები მოიშორეს და "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებული ნაძირლები და ზნედაცემულები გვერდში დაიყენეს, უმაღლეს პოსტებზე დააწინაურეს, ამათთვის კი მადლობაც არ უთქვამთ.

მაგრამ, მე ოქრუაშვილს და მის გვერდში მყოფ ადამიანებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვერ გავამართლებ, ოქრუაშვილი ივანიშვილმა თუ მოატყუა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის გვერდით უნდა დადგე. სააკაშვილის რეჟიმმა, შენ ჯაშუშობა და მოღალატეობა დაგაბრალა, დაგაპატიმრა, (სამწლიანი მუხლი კი არ ელოდებოდა...) იძულებული გაგხადა ქვეყნიდან წასულიყავი. ივანიშვილმა კი იმის საშუალება მაინც მოგცა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავი. შენ კი ისევ სააკაშვილს უდგეხარ გვერდით, ეს ჩემთვის არის აუხსნელი.

"რეზონანსი": სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

.: შემდგომი პროცესებიდან საინტერესო ისიც არის, რომ ყველა აპროტესტებს და მთელ საქართველოს აქვს პრეტენცზია "რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე, გარდა ძმები ყარამანიშვილებისა, რომლეთა ჩამი-ჩუმიც არ ისმის... რაც შეეხება სტარსბურგის გადაწყვეტილებას, სამართლებრივად სწორი გადაწყვტილება იქნა მიღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ტელევიზიის დახურვით ან ნოდიკო მელაძის გაგდებით პრობლემა არ მოიხსნება. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რატომ ჰყავს ასეთ ტელევიზიას ამდენი მაყურებელი, სხვა კარგი ტელევიზია არსებობს და ხალხი მაზოხისტია, და მაინც ამ ტელევიზიას უყურებს? მერწმუნეთ, თუ ქვეყანაში გამოჩნდება კრიტიკული, მაგრამ გაწონასწორებული ტელევიზია, ადამიანები თვითონ შეწყვეტენ "რუსთავი 2"-ის ყურებას.

"": თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან დაკავშირებით რას იტყოდით? ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ადვოკატი მათ დაპატიმრებას არ გამორიცხავს.

.: არ გამოვრიცხავ ხელისუფლებას ჰქონდეს პოლიტიკური მოტივი, მაგრამ რასაც ხელისუფლება მათ ედავება, ამ მნიშვნელოვანი პროცესის ჩასატარებლად თადუმაძის კომპეტენცია არ ეყოფა. ვერ ვიტყვი, არის თუ არა ხაზარაძე დამნაშავე, მაგრამ მხოლოდ ერთ ბიზნესმენს რომ მიადგები, მეორე, მესამე და მეოთხეს არა, რომლებიც ჯაბას დროიდან გამდიდრდნენ, მაშინ, როცა მთელი საქართველო ლობიოს ვჭამდით, რა თქმა უნდა საზოგადოებაში კითხვები გაჩნდება.

"": 29 ივლისამდე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც სავარაუდოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. როგორ ფიქრობთ, მოიხსნა საფრთხე იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება ჩაშლილიყო?

.: ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ 29 ივლისს სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია. თუ ამ საკითხს გააჭიანურებენ და სექტებრისთვის გადადებენ, ქვეყანაში კრიზისი უფრო გაღრმავდება.

 

 

სოციალისტი კუკავა, ამ ტელევიზიას იმიტომ ყავს "ამდენი" მაყურებელი, რომ ... ამხელა განსწავლულ კაცს, ცოტა მასების ფსიქოლოგიის შესახებაც წაგეკითხა რამე?! დაგაკვალიანებ, ჰოლივუდის მდარე ხარისხის, უშინაარსო, ძალადობაზე აგებულ თრილერებს რატომ ყავს "ამდენი" მაყურებელი?!
5 წლის უკან