„უცენზურო მონოლოგი“, „უგემოვნო ეპატაჟი“, „მტრული განცხადება საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, „21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე“, - „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ნათქვამი ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა რუსებისთვისაც და ქართველებისთვისაც. ქართველებისთვის იმიტომ, რომ გარდაცვლილი მშობლების გინება ქართულ ეთიკაში არ ჯდება, თუნდაც ეს ოკუპანტის მშობლებს ეხებოდეს.
რუსეთის დუმის წევრები რუსეთში გიორგი გაბუნიას ექსტრადირებას ითხოვენ. ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, გაბუნია რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
პარალელურად „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა. ეს შეზღუდვა ეხება მის ყველა გადაცემას - „არჩევანს“ და „პოსტსკრიპტუმს“.
რა იყო გიორგი გაბუნიას ნათქვამი - „რუსთავი 2“-ის შორსმიმავალი ზრახვა, თუ ჟურნალისტის უნებლიე შეცდომა? ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგი თვით სააკაშვილმაც კი დაიწუნა და მოუწოდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, უფრო ცივილიზებული ფორმით გადმოეცა სათქმელი, „რათა ისტერიულ რუსულ მედიას არ დავემსგავსოთ“. გჯერათ სააკაშვილის გულწრფელობის?
- რაღაც არ მჯერა ამის, დარწმუნებული ვარ, გაბუნიას მონოლოგი შეთანხმებული იყო სააკაშვილთანაც და ნიკა გვარამიასთანაც. ამ მონოლოგის შემდეგ გათამაშდა სცენა გვარამიას მხრიდან, თითქოს რა ცუდი ყოფილა გაბუნიას მონოლოგი. სინამდვილეში, ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი. ეს იყო პრაგმატული გათვლა, კარგად დაწერილი ტექსტი, კარგად ნაფიქრი. იფიქრეს დიდხანს. როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-ს გადასცემენ მათ ძველ პატრონებს, სტრასბურგის სასამართლოში აქეთკენ მიდის საქმე და ამათ უნდათ გააფორმონ ეს, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. „რუსთავი 2“-ს ასეთი ნოტების დაწერა სურს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, თითქოს „რუსთავი 2“-ელებმა გადაუარეს რუსეთს, ხელისუფლებამ კი ამისთვის ტელევიზია ჩამოართვა. არაფერი ახალი არ მომხდარა, ყველამ ხომ ისედაც ვიცით, რომ პუტინი საქართველოს მტერია 24 საათის, კვირაში 7 დღის განმავლობაში... არაფერი იმ დღეს განსაკუთრებული არ მომხდარა, როცა ვითომდაც გიორგი გაბუნია ასე გამოვიდა წყობიდან. ამის მიზეზი აშკარად იყო ის, რომ სტრასბურგის სასამართლო სულ მალე გამოაცხადებს ვერდიქტს „რუსთავი 2“-ის გარშემო, „რუსთავი 2“ დაუბრუნდება ძველ მფლობელებს და ამ ფონზე „რუსთავი 2“-ს სურს ეს გააფორმოს, შეფუთოს, როგორც ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ, გაბუნიას მხრიდან ეს იყო პრაგმატული, წინასწარ განზრახული ქმედება.
კახა კალაძე ირწმუნება, რომ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე წინმსწრებად უკვე ისმის გია ვოლსკის ფრაზა - „მიტაცებული ტელევიზია“. რას ნიშნავს გია ვოლსკის ნათქვამი, მიტაცების ფაზის დასრულებას?
- ევროპული სასამართლო გადაწყვეტს ამ ყველაფერს. ფაქტია, ამის გამო „რუსთავი 2“-ში ძალზე გამწარებულნი არიან, ამიტომ უნდათ ისრები გადაიტანონ სხვა მიმართულებით. ქართული საზოგადოება სამოქალაქო ღირებულებებით სავსე რომ იყოს, ყველაზე ეფექტური იქნებოდა, ჩვენს ხალხს ეთქვა, ერთი თვე აღარ ვუყურებთ „რუსთავი 2“-ს. მაგალითად, მე 2004 წლიდან არ ვუყურებ ამ ტელევიაზიას, მაგრამ, თუ ჩვენი საზოგადოება ერთი თვე, ან ერთი კვირა მაინც არ შეხედავს „რუსთავი 2“-ს, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ ტელევიზიის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხოლო, თუ ქართული საზოგადოების პროტესტი არაფრით გამოვლინდება, გარდა პოლიტიკოსების განცხადებისა, მაშინ მთელ მსოფლიოში ჩაითვლება, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იზიარებს ამ ტელევიზიის ტონს და მიუღებელი ფორმით პუტინის შეურაცხყოფას.
საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ პუტინი უფრო მეტსაც იმსახურებს, ვიდრე გინებაა, მაგრამ, როცა ღია ომი გვაქვს რუსეთთან, ასეთი საქციელი კონტრპროდუქტიულია. გიორგი გაბუნიას ტონალობა უფრო მეტად ხომ არ დაძაბავს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას?
- საქართველო ყოველთვის მართალი იყო რუსეთის წინაშე. ჩვენ რუსეთთან არაფერი საბოდიშო არ გვაქვს და რევერანსები არ გვჭირდება. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და რუსეთი მუდმივად იყო მოპასუხე მხარე. მთელი მსოფლიო ეუბნებოდა რუსებს, თქვენ ხართ ოკუპანტები და რუსები მუდამ თავის მართლებაში იყვნენ, ხოლო ახლა, როცა ასეთი შეურაცხმყოფელი ფორმით ველაპარაკებით თუნდაც ოკუპანტს, მსოფლიოს თვალში ჩვენ არ ვართ ბოლომდე მართალნი. ასეთი თავხედური, ასეთი ზნედაცემული პოზიციების გამოხატვის შემდეგ მსოფლიოს გაუჭირდება, ასეთ საზოგადოებას მხარში ამოუდგეს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ დონეზე დაცემით ვაძლიერებთ რუსეთს. „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის აგრესია განხორციელებულიყო საქართველოში, ახლა კი გიორგი გაბუნიას განცხადებებით ვამყარებთ რუსეთის პოზიციას. მსოფლიო ხომ იტყვის, ხედავთ, ვინ არიან ქართველები? ამით ჩვენ პუტინის პოზიციას ვაძლიერებთ.
ალბათ, გაბუნის განცხადება იმ სტილის გაგრძელებაა, რაც სააკაშვილსაც ახასიათებდა. გავიხსენოთ თუნდაც მისი ცნობილი გამოთქმა პუტინის მიმართ - „ლილიპუტინი“. რა მოვიგეთ ამით?
- სხვათა შორის, თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ პირადად მე სააკაშვილისგან სიტყვა „ლილიპუტინი“
არ მომისმენია, სააკაშვილი უფრო სიმაღლეზე აკეთებდა აქცენტს. ისე, სააკაშვილის გარდა სხვა უარესი განცხადებებიც გვესმოდა მაშინ, თუნდაც ოქრუაშვილის ნათქვამი, რომ რუსეთში ფეკალიებიც იგზავნება.
ანალიტიკოსები იმ ფაქტსაც იხსენებენ, რომ გერმანელი ერის შეურაცხყოფის გამო ჰიტლერი მეზობელ პოლონეთს დაესხა თავს. ერთი ჟურნალისტის ნათქვამმა შეიძლება სერიოზული კონფლიქტის სახე მისცეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას? გაბუნიას განცხადების შემდეგ რუსეთის მხრიდან აგრესიას ელით?
- მე არ ველი სამხედრო ოპერაციებს, მაგრამ ველი იმას, რაც უკვე გააკეთა რუსეთმა. რუსეთმა იმაზე ადრე გააკეთა ეს, ვიდრე ვიფიქრებდი - ფულადი გადარიცხვების შეზღუდვა და სხვა. რუსეთი მოინდომებს საქართველო დაახრჩოს ეკონომიკურად. რამდენად გამოუვა ეს, ჩვენზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეს არ გამოუვა.
ოკუპანტთან ბოდიშის მოხდა, ცხადია, ზედმეტია, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია უფრო არ დაიძაბოს?
-არავითარი ბოდიში. რაც მოხდა, მოხდა. ახლა ჩვენს შიდა საქმეებს მივხედოთ და გავარკვიოთ, რამდენად მისაღებია ჩვენთვის, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს. ვიმეორებ, ქართველმა ხალხმა სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ამ არხს და აჩვენოს, რომ ის არ აპატიებს „რუსთავი 2“-ს იმას, რომ ეს არხი აზარალებს სახელმწიფოს ინტერესებს. თუ ეს გამოუვა ქართულ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, რუსეთიც მიხვდება, რომ საქართველო არ იზიარებს იმ შეურაცხმყოფელ ტონალობას, რასაც აჟღერებს „რუსთავი 2“. მე არ მინდა მარტო გაბუნიაზე საუბარი, ეს არის „რუსთავი 2“-ის და „ნაცმოძრაობის“ ტონალობა.
ეს იმ არცთუ ხშირ შემთხვევათაგანია, როცა სრულად, თავიდან ბოლომდე ვიზიარებ პაატა ზაქარეიშვილის ანალიზს.
ნამდვილად არ იქნებოდა ეს გაბუნიას იმროვიზაცია!
ნიკა გვარამიას "ლაითი" მობოდიშება იყო ყალბი, ხოლო მისი განცხადება, რომ ამისთვის გაბუნიას სამსახურიდან არავინ გაუშვებს და არც ამ "ლუსტრირებულ ბრბოს არ მიუგდებს დასაჯიჯგნად" - გულწრფელი!
გვარამიას არავისგან ესწავლება გინება და უზრდელური გამოხტომები! - You tube-ზე დევს მისი ნახევარსაათიანი გინება, სადაც საქართველოს პრეზიდენტზე წარამარა იმეორებს, რომ ის არის არა უბრალოდ @ლექალა, არამედ კრემლის აგენტი @ლექალა! - და ამას კადრულობს საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი!!!
აბა, ამან რანაირად უნდა დაგმოს გაბუნიას უზრდელობა თუ "პოლიტიკური ხულიგნობა", როგორც თინა კანდელაკმა უწოდა...
ძალიან ჰგავს სიმართლეს ზაქარეიშვილის ვარაუდი, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინ, უნდათ ამ საქციელით გამოწვეული აღშფოთება ტელეარხის წართმევის ცრუ კამპანიაში გადაზარდონ მერე და იყვირონ და იწივლონ მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ მათ პუტინის გინების გამო ართმევენ ტელევიზიას და ძირვენ "თავისუფალი სიტყვის ერთადერთ კუნძულს" საქართველოში!..
ეგეც მიშას მოფიქრებული იქნება.
ჰოდა, როგორც გაბუნია იტყოდა, Пашли вы со своими болелщиками на хуй!