საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა რეალურია

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა რეალურია

ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილთან

“ხალხის დაკვეთა სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილური განვითარებაა. პოლიტიკური მომავალი კი ქართველმა ხალხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაუკავშირა, რაც “ქართული ოცნების“ მაჟორიტარებისთვის გადაწყვეტილების მიღების, დაუჭირონ თუ არა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს“, - ამის შესახებ “2020NEWS“ - თან იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“, საარჩევნო ბლოკების გაუქმებით, კომფორტს საკუთარ მაჟორიტარებს უქმნის.

- ბატონო ლევან, პარტიაქართული ოცნებასაკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, დღეს დააინიცირებს. აქედან გამომდიანრე, რომ აღნიშნულ ცვლილებას თავადქართული ოცნების" მაჟორიტართა უმრავლესი ნაწილი ეწინააღმდეგება, საკონსტიტუციო ცვლილბების ჩავარდნის შანსი რამდენად რეალურია?

- უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლებში საკმაოდ ბევრი მაჟორიტარი შეეწინააღმდეგა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ამიტომ ახლა, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ ხმები აღარ ეყოს. ამასთან, 2016 წელს კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატორი 106 დეპუტატი იყო, ხოლო ახლა, დახლოებით, 80 დეპუტატია, რაც ინდიკატორია იმისა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, მმართველი პოლიტიური ძალის კრიზისის კიდევ უფრო გამწვავება გარდაუვალია. ხალხის დაკვეთა სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილური განვითარებაა. პოლიტიკური მომავალი კი ქართველმა ხალხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაუკავშირა, რაც "ქართული ოცნების“ მაჟორიტარებისთვის გადაწყვეტილების მიღების, დაუჭირონ თუ არა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

- იმის გათვალისწინებით, რომ ნულპროცენტიანი ბარიერის არსებობის შემთხვებაში, 2020 წლის პარლამენტი ქაოტური იქნება, აღნიშნული საარჩევნო ინიციატივით "ქართული ოცნებაპოზიციებს 2024 წლისთვის ხომ არ იმყარებს? ნულპროცენტიანი ბარიერი და ბლოკების გაუქმება ხომ არ არის ერთგავრი საარჩევნო ოინი?

- ნულპროცენტიან ბარიერზე აღტაცებით ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რადგან 2020 წლის არჩევნებში მანდატები როგორ გადანაწილდება და საარჩევნო პროცესი როგორ წარიმართება, ჯერ კიდევ გასარკვევია. თუკი პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისი მიღწეული არ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად ჩავარდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესშია. ბუნებრივია, “ქართულ ოცნებას“ მისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევა ყველანაირი ხერხით, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილებით სურს. წინასწარ გეუბნებით, რომ 2024 წლამდე საკმაოდ ტურბულენტური პოლიტიკური ცხოვრება გველოდება.

- 2020 წელსქართული ოცნებისინიციატივით, პარტიებს ბლოკების შექმნა აღარ შეეძლებათ. 0%-იანი ბარიერის პირობებში, აღნიშნული ცვლილება რამდენად ოპტიმალურია?

- ბლოკების გაუქმება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესშია, რადგან დიდია შანსია იმისა, რომ 2020 წელს “ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა პარტიები შექმნან და პარლამენტში ბლოკების შექმნასთან დაკავშირებული დამატებითი ძალისხმების გარეშე შევიდნენ. ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება“ ბლოკების გაუქმებით კომფორტს საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატებს უქმნის.

- ცნობილი ხდება, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ აქციის დარბევის პროცესში სამართალდამცავი უწყების მხრიდან მასიური დარღვევები გამოიკვეთება, ხოლო ერთეული დარღვვევის შემთხვევაში მხოლოდ ინდივიდები აგებენ პასუხს. როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში გამოძიება ობიექტურად წარიმართება?

- მმართველი პარტიის მძიმე მდგოამერობის მიზეზის კარგად მესმის. "ქართული ოცნება“ ცდილობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მიაწებოს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ერთ კონტექსტში განიხილოს, რაც შეცდომაა. გამოძიების ობიეტურად წარმართვის მიზნით, შს მინისტრმა, ვიცე-პრემეიერმა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ, რომელიც, ასევე, აკონტროლებს მთავრობის ძალოვან ბლოკს, პოლიტიკური პაუსიხმგებლობა უდნა აიღოს და თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სხვა შემთხვევაში, ამ საქმის გამოძიებაში კითხვის ნიშნები დარჩება და საზოგადოების პროტესტი არ შეწყდება.

სოციალისტი ალაფიშვილი - "პოლიტიკური მომავალი კი ქართველმა ხალხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაუკავშირა", არ არის სიმართლე. ხალხს არც საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა და არც პროპორციული არჩევნები!
5 წლის უკან
არაგველი641 ხალხს უნდა სრულიად მაჟორიტარული სისტემა, სადაც ყველა კანდიდატი ოდიოზური ფიგურების ჩათვლით საარჩევნო უბანზე იბრძოლებს პარლამენტის სკამისთვის და იქ გამოჩნდება ვინ როგორი "ვაჟკაცი" იქნება. ძალიან მაინტერესებს მაჟორიტარული არჩევნების დროს ნაცებიდან რამდენი "კინკილა" გაიმარჯვებს არჩევნებზე.
5 წლის უკან