20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აქციისა და დაპირისპირების ქრონოლოგიას ტელეკომპანია იმედის გადაცემა ,,პირისპირში“ ექსპერტები დეტალურად განიხილავენ.
ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ იმ ღამით, სახელმწიფო გადატრიალებს გადაარჩინა.
,,მე ვფიქრობ რომ ამ ფილმის ეთერში გაშვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანებს არა ფრაგმენტული და ეპიზოდური არამედ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ- ქრონოლოგიურად რა ხდებოდა წამის სიზუსტით.
ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი დიდ კონტექსტში და ეს გახლავთ სწორედ არნახული ძალით დამუშავებული სიცრუის მანქანა რომელიც ცდილობს გაამრუდოს რეალობა. პირველი, ეს არის პარალელების გავლება 7 ნოემბერთან 26 მაისთან და ა.შ. 9 აპრილთანაც კი მოვისმინე გავლებული პარალელი. აქ აუცილებლად უნდა განისაზღვროს, ჩვენ თუ არ დავუპირისპირეთ სიცრუის მანქანას ყოველ მათ ტყუილზე სიმართლე, მაშინ ჩვენ ამ დიდ კონტექსტში ვერ დავინახავთ მოვლენებს. ანუ ლაპარაკი რაზეა.
არც ერთ ამ შემთხვევაში არ ყოფილა პარლამენტის შენობაში ან რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრის მცდელობა. ეს მცდელობა საქართველოს ისტორიაში მოხდა ორჯერ, ერთხელ ავტომატით და მეორეჯერ აწეული ხელებით და ჩვენ რაც დავინახეთ რა მოყვა აწეული ხელებით პარლამენტში შეჭრას უკვე კარგად ვიცით , ამას მოყვა ვარდების რევოლუცია – ხელისუფლების დამხობა, ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა.
ანუ მოხდა გადატრიალება, მაშინ არ მოხდა რეაგირება ამაზე, 20 ივნისისგან განსხვავებით და მოხდა ხელისუფლების დამხობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლობაზე, არ არსებობს ადამიანი ვისაც გვისწავლია დასავლურ სამხედრო სასწავლებლებში თუ სპეცსამსახურების სასწავლებელში და ვინც არ იცის, რას ნიშნავს სიტყვები rules of engagement- ეს არის ბრძოლაში ჩართვის წესები. ეს არის ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ნებისმიერი უნიფორმიანი ადამიანი, როდესაც ხედავს რაღაცა სახის კანონდარღვევა იქნება ეს თუ საფრთხე ან რაღაც ისეთი გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის კანონს ან კონსტიტუციას.
ეს ბრძოლაში ჩართვის წესები დარღვეული იყო თუ არა კონკრეტული ოფიცრების , რიგითების თუ სპეცრაზმის წარმომადგენლის მიერ, ეს საჭიროებს გამოძიებას და ეს ამ ფილმშიც იყო ნაჩვენები რომ რამდენიმე თანამშრომელმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. ვინ გასცა ბრძანება კიდევ ერთი მთავარი შეკითხვაა, – ბრძანება გასცა საქართველოს კონსტიტუციამ და კანონმა პოლიციის შესახებ. როდესაც ფეხით მოსიარულე პოლიციელი ხედავს, მაგალითად პატრული რომ რომელიმე მაღაზიიდან ისმის წივილ-კივილი და ადამიანი იჭრება მაღაზიაში ამტვრევს ვიტრინას და შედის შიგნით მას სჭირდება რაიმე სახის ბრძანება რომ მყისიერად მოახდინოს რეაგირება? როგორც კი ეს ადამიანი იცმევს უნიფორმას მას უკვე ავტომატურად აქვს უფლება rules of engagement და ზუსტად იცის როგორ უნდა ჩაერთოს შიგნით.
სხვა საქმეა თუ მოხდა არაპროპორციული პასუხი. უფრო მეტსაც გეტყვით, ერთი წამით წარმოვიდგინოთ შეტევა, შტურმი რომ მომხდარიყო ვთქვათ კონგრესის შენობაზე, იქ გამოყენებული იქნებოდა ლეტალური იარაღი, აუცილებლად , ამის გარანტიას გაძლევთ. შეგახსნებთ , საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების აქციას, მოხდა 400 მდე ადამიანის დაზიანება და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა თუ სწორედ მახსოვს. აქ თვითონ შეკითხვის დასმა – პოლიციას უნდა დაეშალა თუ არა მიტინგი , არის უკვე მავნებლური შეკითხვა და ამაშია ზუსტად ჩადებული ის ილეთი, ძალიან იაფფასიანი ილეთი რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი სენტიმენტალური საზოგადოების ნაწილი წამოეგო, ჩვენ ხომ ესეთი ხალხი ვართ ტერორისტის მიმართ გვიჩნდება სენტიმენტები, ჩვენ ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს ვართ, 80 პოლიციელია დაზიანებული, იმათ მხარეს ჩვენ არასოდეს არ ვდგებით სამწუხაროდ ასე ვართ მოწყობილები.
გახარიას რომ არ დაეცვა პოლიციის შენობა, რაც იყო მისი პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობა მისი ვალდებულება, მას რომ არ დაეცვა პარლამენტის შენობა გადადგომა კი არ მოუწევდა, მიშა სააკაშვილი გადააყენებდა გახარიასაც, მთელ მთავრობასაც და გადააყენებდა ყველას იმიტომ რომ ალტერნატივა პარლამენტის შენობის დაცვის იყო სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში, ხელისუფლების დამხობა.. მესმის იქ არის ორი ახალგაზრდა, ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია…უნდა იყოს გამოძიებული ვის მიერ მოხდა …შეიძლება ეს იყო პირდაპირი სროლით, შეიძლება რიკოშეტით, კარგ შემთხვევაში, თუმცა მე თითქმის არ მჯერა ამის რომ პირდაპირი დამიზნებით იყო. ინსტრუქციები არსებობს რამდენ მეტრზე შეიძლება გამოიყენება ამ თოფის რომელიც ისვრის რეზინის ტყვიებს სად შეიძლება სროლა, სად არ შეიძლება გადიოდა თუ არა სპეცდანიშნულების რაზმი წვრთნას, სწორად გადიოდა თუ არა… ეს სხვა საკითხებია, მაგრამ როგორც კი ჩენ ამას გადავიტანთ პოლიტიკაში და ვიტყვით რომ გახარია უნდა გადადგეს, აი იქ ვართ ჩვენ უკვე ამ სპირალის მძევლები . გიორგი გახარია ეხლა კი არ უნდა გადადგეს, გიორგი გახარია უნდა გადამდგარიყო იმ შემთხვევაში თუ ის ვერ დაიცავდა საქართველოს პარლამენტის შენობას.
თუ ჩვენ ამ შენობას ვაძლევთ რაღაც საკრალურ მნიშვნელობას, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის სხდომათა დარბაზი, თუ ჩვენ იმაზე ვინთებით რომ გავრილოვი დაჯდა ამ სკამზე მაშინ ჩვენ ერთი წამით დავუშვათ გახარიას რომ არ დაეცვა ეს შენობა რამდენი ადამიანი შევარდებოდა , ჭინკებივით ირბენდნენ და ჩვენ ეს სურათი ხომ გვახსოვს ვარდების რევოლუციის შემდეგ? გახარიამ ეს სკამი დაიცვა . ანუ გახარია უნდა გადამდგარიყო მაშინ თუ ვერ შეასრულებდა მათ ფუნქციას, მან მაშინ არამხოლოდ გახარია არამედ სახელმწიფო დაიშლებოდა. ‘’– განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.