ჩიხირთმის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ჩიხირთმის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები

სოფლის ქათამი - 1 ცალი

2 ც კვერცხი

ფქვილი - 2 ს/კ

დიდი ხახვი - 1 თავი

ქინძი - 1 კონა

კარაქი

ძმარი - 1 ს/კ

მომზადების წესები

ქვაბში მოვათავსოთ დაჭრილი ქათამი, დავასხათ ცივი წყალი და წამოვადუღოთ.

გადავღვაროთ პირველი ნახარში. დავასხათ მდუღარე წყალი და მოვხარშოთ.

ტაფაზე დავდოთ კარაქი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხორცი ბოლომდე მოიხარშება, ამოვიღოთ ბულიონიდან და ქვაბში დავუმატოთ მოშუშული ხახვი.

ათქვეფილ კვერცხს შევურიოთ ფქვილი და ძმარი, მცირე ნაკადით ჩავასხათ ბულიონში და გამუდმებით ვურიოთ, რომ არ აიჭრას. მორევით მივიყვანოთ მოდუღებამდე. გავუწყოთ მარილი და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.