ინგრედიენტები
კეფირი - 1 ლ
გაზიანი მინერალური წყალი - 900 მლ
კარტოფილი - 4 ცალი
კვერცხი - 4 ცალი
კიტრი - 5 ცალი
ქათმის ფილე - 250 გ
ბოლოკი - 200 გ
მწვანე ხახვი - 1 კონა
კამა - 1 კონა
ძმარი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშეთ კარტოფილი, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
კვერცხი მოხარშეთ მაგრად, გარეცხეთ ცივი წყლით და გაფცქვენით, დაჭერით.
კიტრი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად, 1 კიტრი და ბოლოკი გახეხეთ.
ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.
ხახვი და კამა დაჭერით.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ დიდ ქვაბში.
დაასხით ცივი კეფირი, დაუმატეთ გაზიანი წყალი, მარილი, ძმარი - გემოვენებით და აურიეთ. შემდეგ კარგად გააცივეთ.