ასე მომზადებული სუპხარჩო ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. მის მოსამზადებლად აუცილებლად ახალი ტყემალი უნდა გამოვიყენოთ.
ინგრედიენტები
საქონლის ძვლიანი ხორცი - 1 კგ
ტომატპასტა - 1-2 ს/კ
დაჭრილი ხახვი - 1 თავი
ნიორი 2-3 კბილი
ხარჩოს სუნელი - 1 ს/კ
მრგვალი ბრინჯი - 0,5 ჭიქა
ახალი ტყემალი - 1 ჭიქა
ქინძი და ოხრახუში - თითო კონა
მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ხორცი დავდგათ მოსახარშად, მოვხადოთ ქაფი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.
ხორცი ამოვიღოთ და დავჭრათ. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, დავუმატოთ ხახვს და მოვშუშოთ. ჩავუმატოთ ბულიონში. თუ ბულიონი ცოტაა, შევავსოთ ანადუღარი წყლით ისე, რომ 2 ლ გახდეს. როცა ბულიონი ადუღდება, ჩავუმატოთ მარილი, წიწაკა, ხარჩოს სუნელი, ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი მოიხარშება.
შემდეგ დავუმატოთ ტომატპასტა, ტყემალი და ოხრახუში. ტყემალი რომ დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. ბოლოს წვნიანში მოვათავსოთ ხორცი.