ფრანგი კაცი, რომელმაც თავისი ოჯახი დახოცა, 26 წლის შემდეგ თავისუფალია

ფრანგი კაცი, რომელმაც თავისი ოჯახი დახოცა, 26 წლის შემდეგ თავისუფალია

ფრანგი "ცრუ ექიმი" ჟან კლოდ რომანი, რომელმაც ციხეში 26 წელი გაატარა, ახლა თავისუფალია. მან თავისი ოჯახი: მშობლები, ცოლი და ბავშვები დახოცა. ამის შესახებ BBC წერს.

მკვლელობამდე ის სამედიცინოზე სწავლობდა, თუმცა ერთ-ერთ საგანში ჩაიჭრა და დიპლომი არ აუღია. ახალგაზრდა კაცმა ამის შესახებ არავის უამბო და გარშემომყოფები დაარწმუნა, რომ ლიცენზირებული ექიმი გახდა.

უფრო მეტიც, წლების განმავლობაში ის თავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლად ასაღებდა. თუმცა, ერთ-ერთმა ახლობელმა ამ ინფორმაციაში ეჭვი შეიტანა. სწორედ ამ დროს 1993 წლის იანვარში მან ჯერ თავისი ცოლი მოკლა, შემდეგ კი 7 და 5 წლის შვილები. წავიდა მშობლების სახლში, ისინიც დახოცა, უკან დაბრუნებულმა კი საკუთარი სახლი დაწვა. ხანძრის გაჩენამდე მან საძილე აბები დალია. ის მაშველებმა გადაარჩინეს და 1996 წელს მკვლელობისთვის გაასამართლეს.

მას 2015 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლება შეეხო და ციხე ახლა დატოვა. ეს გადაწყვეტულება მისმა ნათესავებმა გააპროტესტეს.