ტრამპი მერკელზე: ის ფანტასტიკური ადამიანი და ქალია

ტრამპი მერკელზე: ის ფანტასტიკური ადამიანი და ქალია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დადებითად დაახასიათა. ეს განცხადება ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ამის შესახებ Politico წერს.

"ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვაჭრობამ მაღალ დონეს მიაღწია, ისეთს, როგორიც არასდროს ყოფილა. ის ფანტასტიკური ადამიანი და ფანტასტიკური ქალია და მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარია“, - თქვა ტრამპმა.

იაპონიაში, კერძოდ კი, ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო. G20-ის სამიტი ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ქალაქში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერები საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ.

სამიტს ოსაკა 28-29 ივნისს უმასპინძლებს.