პასტა ფარფალე თინუსით და პამიდვრით

პასტა ფარფალე თინუსით და პამიდვრით

ინგრედიენტები

როზმარინი - 1/4 ჩ.კ

ყველი პარმეზანი - მოსაყრელად

რეჰანი - 1 კონა

ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.

პამიდორი - 150 გ

თინუსის კონსერვი - 400 გ(2 ქილა)

პასტა ფარფალე - 250 გ

ხმელი ქონდარი - 1/4 ჩ.კ

ხმელი ორეგანო - 1/4 ჩ.კ

მომზადების წესები

მოვხარშოთ პასტა მარილიან წყალში და გადავწუროთ.

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. თინუსის კონსერვს წვენი გადავუწუროთ და ხახვთან ერთად 1 წუთი ვშუშოთ, თან ვურიოთ. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, სუნელები, მწვანილი და კიდევ 1 წუთი ვშუშოთ. ბოლოს დავამატოთ ფარფალე, კარგად ამოვურიოთ და 1 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ.

მზა კერძს მოვაყაროთ ყველი და მაშინვე მივირთვათ.