ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ავსტრალიის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.
29 წლის ალეკ სიგლი ფხენიანში ცხოვრობს და კიმ ირ სენის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს, სადაც კორეულ ლიტერატურას ეუფლება.
მისი ოჯახის თქმით, ისინი ვერ ადასტურებენ დააკავეს თუ არა სიგლი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.