ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 500 გ
სტაფილო - 300 გ
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
ნიორი 2-3 კბილი
ხმელი ქინძი
უცხო სუნელი
ყვითელი ყვავილი
ტომატპასტა - 1 ს/კ
მარილი
წითელი წიწაკა
ზეთი
მომზადების წესები
ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ კუბებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ბადრიჯანი და წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ მომზადებამდე.
ამოვწუროთ ცალკე თასში, დარჩენილ ცხიმში ჩავუმატოთ კუბებად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა, 1 ს.კ. ტომატპასტა გავხსნათ ცოტა წყალში და დავასხათ. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
როდესაც სტაფილო კარგად დარბილდება დავახეხოთ ნიორი, დავუმატოთ სუნელები, მარილი, წიწაკა და მომზადებული ბადრიჯანი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ. კერძი მზადაა.