ინგრედიენტები
ქამა სოკო - 500 გ
დიდი ხახვი - 1 თავი
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი 2-3 კბილი
ქინძი და კამა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადების წესები
დაკონსერვებული (ან ცოცხალი) ქამა სოკო დავყაროთ ცხელ, ზეთდასხმულ ტაფაზე და 5-10 წთ მოვბრაწოთ.
დავასხათ ცოტა წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, დავახეხოთ ნიორი და დავაჭრათ მწვანილები.
შევაზავოთ მარილით და პილპილით. ეცადეთ წყალი ბოლომდე არ დაშრეს, ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.